ოქროს ბურთის მფლობელებით, კაკას და რონალდოს ყიდვით მადრიდის “რეალი” თავის ალბომს ავსებს, “ბარსა” მის საწინააღმდეგოს აკეთებს.
ესპანური ფეხბურთის ორ გრანდ შორის არის ბევრი მსგავსება, მაგრამ არის ასევე ბევრი გასნხვავებაც. ერთ-ერთი მათგანი და შესაძლებელია ყველაზე მნიშვნელოვანიც, არის ფეხბურთის ფილოსოფია. როგორ ითამაშო ფეხბურთი და როგორ შექმნა გუნდი, რომელსაც მთელი მსოფლიო აღიარებს.
ყოველთვის იყო ნათქვამი, რომ “ბარსელონაში” და მადრიდის ”რეალში” თამაში იყო საუკეთესო შანსი ინდივიდუალური პრიზების მიღების. მაგრამ თუ ჩვენ გავაანალიზებთ ამ მოსაზრებას, მივხვდებით რომ ეს აზრი ბოლომდე მართალი არ უნდა იყოს.
სწორედ, რომ მთავარი ჯილდო (ოქროს ბურთი, რომელსაც აწესებს ‘France Football’ და “ფიფას” წლის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება) აჩვენებს რეალობას. კატალონიის “ბარსელონა” მადლობელია, რომ მის შემადგენლობაში მიიღო ბევრმა ფეხბურთელმა ოქროს ბურთი და წლის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება. რასაც ვერ ვიტყვით “რეალზე”, რადგან ყველა ფეხბურთელი, რომელიც იყო დაჯილდოვებული ამ ტიტულებით თითქმის ყველას თავის წინა კლუბში ჰქონდა ისინი მიღებული.
ხრისტო სტოიჩკოვი, რომელიც “ბარსელონაში” მოვიდა 1990 წელს და რომარიო, რომელიც კლუბში მოვიდა “პსვ ეინდჰოვენიდან” 1994 წელს მსოფლიოსთვის იყვნენ უცნობები, და ასვე ახალგაზრდა რონალდო, რომელიც კატალონიაში გადაბარგდა 1996 წელს. ყველა მათგანი მალევე გახდა მსოფლიოს და ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი. ბურგალელმა თავდამსხმელმა ოქროს ბურთი მოიგო 1994 წელს და ამავე წელს გახდა ფიფას წლის საუკეთესო ფეხბურთელი რომარიო. რონალდო თავის განსაკუთრებული თამაშით დაჯილდოვებულ იქნა 1996 წელს.
იგივე რივალდო და რონალდინიო. ამათგან პირველმა მოიგო ორი ტიტული და ბოლო 1999-ში, ხოლო რონალდინიომ კი იგივე ტიტულის მოგება ორჯერ მოახერხა.
მადრიდის “რეალის” შემადგენლობაში ყოფნისას ოქროს ბურთი ან წლის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება არავის მიუღია. იყო შემთხვევა როდესაც ლუიშ ფიგუმ “რეალის” მაისურით აღმართ ოქროს ბურთი 2000 წელს, მაგრამ იგი კლუბში მხოლოდ 6 თვის გადასული იყო. ასევე სხვებიც: ზიდანი, ოუვენი, კანავარო და ახლა უკვე კაკა და რონალდოც მადრიდის “რეალში” გადაბარგდნენ მაშინ, როდესაც უკვე ჰქონდათ მიღებული ინდივიდუალური პრიზები.
ბოლოს “ბარსელონას” შემადგენლობაში არის ერთი ფეხბურთელი, რომელიც ოქროს ბურთის და ფიფას წლის საუკეთესო ფეხბურთელის წოდების მიღების მთავარი პრედედენტია. ეს ლეო მესია.
წყარო www.sport.es