“სევილიას” მთავარმა მწვრთნელმა, პაბლო მაჩინმა “ბერნაბეუზე” “რეალთან” განცდილი მარცხის (0:2) შედეგ სათასო დაპირისპირებაზე ისაუბრა.
“ჩვენ თითოეული მატჩის მოგება გვსურს. ზოგი იტყვის, რომ რომელიმე ერთ ტურნირზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი, თუმცა ჩვენი მიზანი ყველგან ბრძოლაა. მიუხედავად იმისა, რომ “ბარსელონა” ყველა ტურნირზე ფავორიტია, მათი დამარცხება გვსურს.
თუ სამეფო თასს გამოვეთიშებით, კალენდარში მატჩების რაოდენობის შემცირებაზე ვიფიქრებთ. თუმცა ახლა მხოლოდ იმაზე ვფიქრობთ, რომ ყველგან მაქსიმუმს მივაღწიოთ.” – განაცხადა პაბლო მაჩინმა.
შეგახსენებთ, რომ მაჩინის “სევილია” 24 იანვარს, თბილისის დროით 00:30 საათზე, “სანჩეს პისხუანზე”, სამეფო თასის 1/4 ფინალის პირველ შეხვედრაში, “ბარსელონას” უმასპინძლებს.