დონეცკის “შახტარის” ბრაზილიელმა ლეგიონერმა, უილიამ ბურგესმა განაცხადა, რომ უკრაინული კლუბი გაოცებული იყო, როდესაც შეიტყვეს მათი მეტოქის შესახებ. ფეხბურთელმა ასევე თქვა, რომ ისინი აცნობიერებენ იმ ფაქტს, რომ მოუწევთ კონკურენცია გაუწიონ “მსოფლიოს საუკეთესო კლუბს”, რომელშიც ასპარეზობს “მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი”–მესი და “ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა” კატალონიელთათვის–ჩავი ერნანდესი.
ბურგესი ამბობს: “ყველა ფეხბურთელი, ჩემი ჩათვლით, ოცნებობს, მოირგოს “ბლაუგრანას” ფორმა. “ბარსას” ყოფილი მცველი ჩიგრინსკი ყოველთვის კარგად იხსენებს ძველ კლუბსა და პეპ გვარდიოლას. ის დიდი სიმპატიებითაა გამსჭვალული მათდამი”. უილიამმა ასევე დაამატა, რომ: “ჩვენ ვიქნებით მხოლოდ შეტევაზე ორიენტირებულნი. “კამპ ნოუზე” თამაშისას დაცვითი სტილი ნამდვილად არ წაგვადგება“.
ეს კი სახალისო ვიდეო, მაშინ როდესაც “შახტარის” ფეხბურთელებმა შეიტყვეს, რომ მეტოქეობას “ბარსელონა” უწევდათ :



