ლიონელ მესის პირადი გულშემატკივრების ნაწილი ფეხბურთელის სიყვარულს არაორდინალური გზებით საკმაოდ ხშირად გამოხატავს, მისი ტატუების გაკეთება კი ახალი ამბავი ნამდვილად არ არის. თუმცა, როცა ამას პროფესიონალი ფეხბურთელი აკეთებს, თანაც “ბარსელონელის” ნაცნობი, ეს აღნიშვნის ღირსია.
34 წლის არგენტინელ ნახევარმცველს, ერნან ლამბერტის და მესის საერთო თმის სტილისტი ჰყავთ. ლამბერტიმ “ბარსას” კაპიტანს მისი მაისური გადასცა, რომლითაც არენტინულ “ალდოსივიში” თამაშობდა. მესიმ მაისურთან ერთად ფოტო გადაიღო და ფეხბურთელს გაუგზავნა, მან კი ხელზე ამ ფოტოს ტატუ გაიკეთა.
ლამბერტის მაისური ლეო მესის ოთახში ისეთი მოთამაშეების ფორმების გვერდით დაიკავებს ადგილს, როგორებიც არიან ლუის სუარესი, რაული, დანი ალვესი და ფრანჩესკო ტოტი.




მესის მაისურევიბკოლექციის ოთახიაქვს და ამ ჩამონათვალის გარფა კიდევ ბევრისბგვერდით იქნება