“ვილიარეალის” მოუგებელი სერია “კამპ ნოუზე”

“ვილიარეალის” მოუგებელი სერია “კამპ ნოუზე”

კვირას, ლა ლიგის ეგიდით “ბარსელონა” “ვილიარეალს” მიიღებს. “ყვითელ წყალქვეშა ნავს” კატალონიურ გრანდთან, სტუმრად საშინელი სტატისტიკა აქვს.

გასულ სეზონში, ეს შეხვედრა 5-1 დასრულდა, რაც მასპინძელთა ზედიზედ მეშვიდე გამარჯვება იყო ამ მეტოქესთან საშინაო არენაზე, მანამდე კი ზედიზედ ორი ფრე იყო. კიდევ უფრო ადრე კი, 2007-08 სეზონში “ვილიარეალმა” “ბარსა” სტუმრად 2-1 დაამარცხა.

ბოლო შეხვედრა ამ ორ გუნდს შორის დემბელეს გარღვევით დაიწყო, რომელიც ფრანგის დარტყმით დასრულდა, მეკარემ ამ ბურთის მოგერიება მოახერხა, თუმცა შორს ვერა და ამით ფილიპე კოუტინიომ ისარგებლა – მე-10 წუთზე ანგარიში გაიხსნა. პირველ ტაიმში პაულინიომ და მესიმაც შეაგდეს.

ფორნალსის დარტყმის შემდეგ ბურთი სანსონეს მხარს მოხვდა და კარში შევარდა – ასე შეამცირეს სტუმრებმა ანგარიშში სხვაობა და ასე დიდხანს გაგრძელდა, სანამ ბოლო წუთებში დემბელემ დუბლი არ შეასრულა.

ამ მატჩში ერნესტო ვალვერდეს გადახალისებული შემადგენლობა ჰყავდა გამოყვანილი: სილესენი, სემედუ, პიკე (მინა), ვერმალენი, დინი, ბუსკეტსი (რაკიტიჩი), პაულინიო, ინიესტა (ლუის სუარესი), დემბელე, მესი, კოუტინიო.

რაც შეეხება სტუმრებს, მათი სასტარტო ასე გამოიყურებოდა: ასენხო, მარიო, ალვარო, ვიქტორ რუისი, კოშტა, ტრიგეროსი (ხავი ფუეგო), როდრიგო, სამუ კასტილიეხო, ფორნალსი, ჩერიშევი (სანსონე), ბაკა (უნიალი).

რაც შეეხება “ყვითლების” ბოლო გამარჯვებას “კამპ ნოუზე”, ეს 2007-08 წლების სეზონში მოხდა. გამარჯვების გოლი კი საფინალო სასტვენამდე 10 წუთით ადრე იონ დალ ტომასონმა გაიტანა.

საერთო ჯამში, “ვილიარეალს” “ბარსელონას” საშინაო არენაზე 3 გამარჯვება აქვს მოპოვებული. პირველი მათგანი 1998-99 სეზონში მოხდა, ჯიკა კრაიოვეანუს დუბლით და ჟერარდოს გოლით (3-1) და 2000-01 სეზონში ვიქტორის დუბლით 2-0.

საბოლოო სტატისტიკა კი “წყალქვეშა ნავისთვის” საკმაოდ ცუდია – მათ ანგარიშზე 3 მოგება, 4 ფრე და 11 წაგებაა, მათ კარში კატალონიელებმა 45 გოლი გაიტანეს, საპასუხოდ კი მხოლოდ 21 გაუშვეს.

pedal_bike

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია arrow_forward

forum კომენტარები (2)

  • achi del barça
    schedule 01 დეკ 2018, 14:08

    რატომღაც მგონია ფრეზე მეტს ვერ გააქაჩავს ვალვერდე. მესის ფაქტორი დიდია როცა მინდორზეა მაგრამ მაინც.

    პ.ს თუ რაკიტიჩი ითამაშებს 90წუთს ფრეა, თუ არა მოვიგებთ 😀

  • sergio busquets5
    schedule 01 დეკ 2018, 10:25

    ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, სამუელ უმტიტი "ატლეტიკოსთან" დაბრუნდა, თუმცა კვლავ ტრავმა მიიღო.

    ესპანური პრესა წერს, რომ ფრანგ მცველს მუხლზე აქვს პრობლემა, რის გამოც სამკურნალოდ ყატარში მიდის.

    ვარაუდობდნენ, რომ უმტიტის ოპერაცია დასჭირდებოდა, რის შემდეგაც ის 4 თვე იუქმებდა, თუმცა ცხადია, ეს ვარიანტი არც კლუბს და არც ფეხბურთელს არ აწყობთ.

    ამრიგად, ფრანგი მკურნალობას ოპერაციის გარეშე განაგრძობს, თუმცა უცნობია თუ როდის შეძლებს დაბრუნებას.