“ბარსელონას” ახალწვეული ფეხბურთელი დავიდ ვილია, “ბარსელონა ტვ” – ს გაესაუბრა და მასთან ინტერვიუც ჩაწერა.
“გუნდში ძალიან კარგი ატმოსფეროა, უკლებლივ ყველა ფეხბურთელთან კარგი ურთიერთობა მაქვს და საფეხბურთო მოედნის მიღმაც ვმეგობრობ მათთან. ყველაზე ახლო შეხება კი ვიქტორ ვალდესთან მაქვს, მას ძალიან კარგად ვიცნობ, იგი ძალიან კარგი ადამიანია. ჩვენი კარადები გვერდი გვერდ არის მოთავსებული”.
“თამაშობდე ამ გუნდში არ არის ძალიან ადვილი. მოირგო “ბარსელონას” მაისურით და იასპარეზო კარგად ძალიან რთულია, მაგრამ ეს თუ შეძელი გულშემატკივარი ათმაგად და ასმაგად დაგიფასებს. კატალონიური პუბლიკა ძალიან თბილია ფეხბურთელთა მიმართ. ისინი ძალიან ერთგულნი არიან. მე ჯერ არ ვაპირებ კარიერის დასრულება, ამ კლუბში ძალიან ბედნიერი ვარ”.
“პრეზენტაციის დროს ძალიან ვნერვიულობდი. ვიცოდი, რომ ძალიან ბევრი ადამიანი დამხვდებოდა, მე მომავალში მათი იმედები უნდა გამემართლებინა. ძალ;იან ბევრი ადამიანი შემხვდა თბილად. გუნდს ძალიან კარგად შევეწყე და მაქვს იმის პოტენციალი, რომ კლუბისათვის უფრო შედეგიანი ვიყო და მასთან ერთად ტიტულები მოვიგო”.


