workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
აბიდალის ოპერაციის გადატანა მდგომარეობის გაუარესების გამო არ მომხდარა

აბიდალის ოპერაციის გადატანა მდგომარეობის გაუარესების გამო არ მომხდარა

დღეს ”ბარსელონას” ფრანგ მცველს, ერიკ აბიდალს ესპანეთის დროით 16:00 საათზე ოპერაციას გაუკეთებენ.

ერიკის ოპერაცია პარასკევს იყო დანიშნული, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ მას ჰოსპიტალში ერთი დღით ადრე მოათავსებდნენ. როგორც კლუბის წარმომადგენლებმა განაცხადეს, აბიდალის ოპერაციის ხუთშაბათს გადმოტანა არ არის გამოწვეული მისი მდგომარეობის გაუარესებით, არამედ წმინდა ტექნიკურ საკითხებთანაა დაკავშირებული.

სამშაბათს, ჩვეული სამედიცინო შემოწმების დროს, ერიკ აბიდალს ღვიძლის სიმსივნე აღმოუჩინეს. ფეხბურთელს ტკივილები აწუხებდა.

ჯერ-ჯერობით არ არის დადგენილი სიმსივნის სახეობა. ექიმების განცხადებით, თუ სიმსივნე კეთილთვისებიანი აღმოჩნდება, მაშინ აბიდალი მოედანს მაისში დაუბრუნდება, ვინაიდან სხვა ორგანოებისგან განსხვავებით ღვიძლს სწარაფდ რეგენერაციის უნარი აქვს, იტყობინება ”ელ მუნდო დეპორტივო”.

”ბარსელონამ” მოუწოდა მედიას, პატივი სცენ ერიკს და არ შეაწუხონ ფეხბურთელი.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში