“ბარსელონასთვის” ურთულესი პერიოდის პირველი ნაწილი საკმაოდ მოულოდნელად დასრულდა. ძნელ კალენდარს მესის ტრავმაც დაემატა, თუმცა, ყველასაგან გასაოცრად, არგენტინელის გარეშე გუნდმა შესანიშნავი თამაში ჩაატარა და შესაბამისი შედეგებიც დააფიქსირა. ასევე, ყველასაგან მოულოდნელად, სანაკრებო პაუზამდე ბოლო მატჩი, რომელშიც მესის დაბრუნება შედგა, საკუთარ მოედანზე “ბეტისთან” დათმო (3-4).
ლეომ ტრავმა 20 ოქტომბერს, “სევილიასთან” მატჩში მიიღო და მოედანი მაშინ დატოვა, როცა გუნდი უკვე 2-0-ს იგებდა. საბოლოოდ, კატალონიელებმა ის მატჩი 4-2 მოიგეს. ამის შემდგომ იყო საკუთარ კედლებში პირწმინდად, უშანსოდ დამარცხებული “ინტერი” (2-0), განადგურებული მადრიდის “რეალი” (5-1), სტუმრად მოპოვებული გამარჯვება “ლეონესასთან” (1-0), ბოლო წუთებში “ქამ-ბექი” რაიოსთან (3-2) და განმეორებითი მატჩი “სან სიროზე” (1-1). კვირას კი, მატჩი, რომელსაც გულშემატკივართა აბსოლუტური უმრავლესობა დიდი ინტერესით ელოდა სწორედ არგენტინელი სუპერვარსკვლავის დაბრუნების გამო, დიდი იმედგაცრუებაც გამოდგა და კიკე სეტიენის შეგირდებმა “კამპ ნოუდან” 3 ქულა წაიღეს.
თუმცა, ახლა სასოწარკვეთილებაში გადავარდნისა და თვითგვემის დრო ნამდვილად არ არის. საბოლოო ჯამში, გუნდმა ზემოაღწერილ რთულ პერიოდში შესანიშნავი შედეგი, და რაც უფრო მნიშვნელოვანია, თამაშის ხარისხი აჩვენა. ახლა კი, ნაკრებიდან დაბრუნებული ფეხბურთელები “ვანდა მეტროპოლიტანოზე” გაემგზავრებიან და “ატლეტიკოს” დამარცხებას შეეცდებიან. იქ გუნდს ივან რაკიტიჩი ვერ დაეხმარება, რომელმაც “ბეტისთან” წითელი ბარათი მიიღო, სათუოა ფილიპე კოუტინიოს თამაშიც. ხორვატს უდიდესი ალბათობით არტურო ვიდალი ჩაანაცვლებს, ხოლო შეტევის მარცხენა ფლანგზე ერნესტო ვალვერდე არჩევანს მალკომს, რაფინიასა და უსმან დემბელეს შორის გააკეთებს.
ამას მოჰყვება პსვ-სთან გასვლითი მატჩი ჩემპიონთა ლიგაზე, შემდგომ კი კალენდარი ასეთია:
“ვილიარეალი” (“კამპ ნოუ”), “კულტურალ ლეონესა” (“კამპ ნოუ”, თასის განმეორებითი შეხვედრა), ბარსელონური დერბი “ესპანიოლთან” სტუმრად, “ტოტენჰემი” (“კამპ ნოუ”), გასვლა ვალენსიაში “ლევანტესთან”, “სელტა” (“კამპ ნოუ”), “ხეტაფე” (გასვლა), “ეიბარი” და “ლეგანესი” საკუთარ კედლებში და ასევე კატალონიური დერბი, ამჯერად სტუმრად “ჟირონასთან”.
ძალზე საინტერესოა კატალონიელთა კალენდარი 3 თებერვლიდან 7 აპრილამდეც, გაითვალისწინეთ, რომ სიაში ვერ იხილავთ ესპანეთის თასის, აგრეთვე ჩემპიონთა ლიგის მერვედ და მეოთხედფინალების შეხვედრებს, ლა ლიგაში კი გუნდს დაპირისპირება მოუწევს:
“ვალენსია” (სახლი), “ბილბაო” (გასვლა), “ვალიადოლიდი” (სახლი), “სევილია” (გასვლა), “რეალი” (გასვლა), “რაიო” (სახლი), “ბეტისი” (გასვლა), “ესპანიოლი” (სახლი), “ვილიარეალი” (გასვლა) და “ატლეტიკო” (სახლი).
რთული იქნება,მაგრამ უნდა გაუძლონ.მე მჯერა,რომ ყველაფერს დაძლევენ.
ატლეტიკოს დამარცხებით უნდა დავიწყოთ
ვიმედოვნებ რომ ამ რთულ კალენდარს გაუძლებს ბარსა!
რთული კალენდარი აქვს ბარსას
pizdecci kalendarigvaqvss meoree wreshiii ligarodaematebaa xovafsheee