workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სოსიედადი-ბარსელონა: პრევიუ

სოსიედადი-ბარსელონა: პრევიუ

15 სექტემბერს, ლა ლიგის მე-4 ტურში, “ბარსელონა” “რეალ სოსიედადს” ესტუმრება. წარმოგიდგენთ შეხვედრის სტატისტიკურ პრევიუს.

სავარაუდო შემადგენლობები

დანაკლისი

სოსიედადი: ადნან იანუზაი, დიეგო ლორენტე, მარტინ მარკელანსი, სანდრო რამირესი. საეჭვო – ვილიან ჟოზე, რაულ ნავასი. 

ბარსელონა: სერჟი სამპერი

გუნდების სიახლეები

– მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 2 მატჩში მხოლოდ ერთი ქულა აიღო, ასიერ გარიტანო უკანა ხაზს არ შეცვლის;

– ფორვარდების ტრავმიანობის გამო, “სოსიედადის” ცენტრალური თავდამსხმელი ხონ ბაუტისტა იქნება;

– 100%-იანი შედეგის მომტან შემადგენლობაში ცვლილებებს არც ერნესტო ვალვერდე შეიტანს;

– უსმან დემბელეს “ბარსელონას” შეტევის მარცხენა ფლანგზე ვიხილავთ, ფილიპე კოუტინიო კი ნახევარდაცვაში, ცენტრთან ახლოს იმოქმედებს. 

ფაქტები

– უკანასკნელი 38-დან, “ბარსას” ლა ლიგაში 37 მატჩი არ წაუგია;

– “სოსიედადის” და “ბარსელონას” ბოლო 10 შეხვედრაში 2-ზე მეტი გოლი გადის;

– ბოლო 8 საშინაო შეხვედრიდან ბასკურმა გუნდმა 7-ში ორივე ტაიმი მოიგო;

სატურნირო მდგომარეობა

საწყის 3 თამაშში გამარჯვების მოპოვების შემდეგ, “ბარსელონა” ლა ლიგის სატურნირო ცხრილს მადრიდის “რეალთან” ერთად ლიდერობს, “სოსიედადი” კი 4 ქულით მე-11 ადგილზეა. 

პროგნოზი

– “ბარსელონა” მეტოქის ნახევარზე დომინირებას შეძლებს;

– თუ პირველ ბურთს “სოსიედადი” შეაგდებს, კატალონიელებს გათანაბრების და წინ გასვლის დიდი შანსი მაინც ექნებათ;

– “ბარსა” შორეული დარტყმით ან ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე გაიტანს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (5)

  • MARI=BARCA-fan
    schedule 14 სექ 2018, 16:07
    #5

    უკვე შემძულდა რობერტო, სემედუ ბევრით ჯობია და რა საკაპიტნე კაცი ეგ იყო იქ, სადაც შტეგენი გვყავს! rage

  • ѕυperѕтαr
    schedule 14 სექ 2018, 14:29
    #4

    ეს დემბელე ბერ თამაშობს აქეთ და აქეთ მაგის ტანჯვა წამებას მალკომი დააყენო არ ჯობიაა რისთვის იყიდეს ამდენი ფეხბურთელები. ესაა ასნავონოი ვალიკოსი და ყველა თამაშზე მთელი წელი გაწურავს ამათ და ჩემპ ლიგაზე ივლიან მერე ენა გადმოგდებულები

  • ♛BaRcElOnA♛
    schedule 14 სექ 2018, 14:11
    #3

    Vaimeee shecvalos rame xosheidzleba daayenos ertxel malkomi da semeduc

  • Sherlock Holmes
    schedule 14 სექ 2018, 12:48
    #2

    0-4 ბარსელონა მოიგებს

  • sons of anarchy
    schedule 14 სექ 2018, 01:28
    #1

    სემედუსი რა არ მოსწონს ამ კაცს არ მესმის..