რა უფლებას ფლობს “ბარსელონა” საულ ნიგესზე?

რა უფლებას ფლობს “ბარსელონა” საულ ნიგესზე?

მადრიდის “ატლეტიკოს” ნახევარმცველს, საულ ნიგესს, აქამდეც დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ ესპანეთის ნაკრებში გაბრწყინების შემდეგ, მის მიმართ ინტერესმა იმატა.

23 წლის ფეხბურთელმა, ინგლისთან და ხორვატიასთან გამართულ გასულ ორ გათამაშებაში ორი გოლი გაიტანა.

გავრცელებული ინფორმაციით, ესპანელი ნახევარმცველის კარგმა თამაშმა “ბარსელონას” ყურადღებაც მიიპყრო.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც საულმა “ბარსას” ინტერესი მიიქცია. მეტიც, კატალონიელებს, “ატლეტიკოსთან”, გარკვეული შეთანხმებაც კი აქვთ.

2013 წელს, როდესაც დავიდ ვილია “ბარსელონადან” “ატლეტიკოში” სულ რაღაც 5.1 მილიონ ევროდ გადავიდა, კატალონიელებმა მადრიდელების ორი ახალგაზრდა ფეხბურთელის, 17 წლის საულ ნიგესისა და 19 წლის ხავიერ მანკილიოს უპირატესი შესყიდვის უფლება მოიპოვეს.

უპირატესი შესყიდვა ნიშნავს, რომ როდესაც “ატლეტიკო” ფეხბურთელის გაყიდვას გადაწყვეტს, მადრიდელები ჯერ “ბარსელონას” უნდა დაუკავშირდნენ და მოთამაშე იმავე ფასად კატალონიელებს შესთავაზონ. თუ “ბარსელონა” ტრანსფერს არ ისურვებს, ამის შემდეგ შეუძლია “ატლეტიკოს” ფეხბურთელის სხვა გუნდისთვის მიყიდვა.

მანკილიოს შემთხვევაში “ბარსამ” უფლების გამოყენებაზე უარი თქვა და 24 წლის მარჯვენა მცველი 5 მილიონად “ნიუკასლში” გადავიდა. საულ ნიგესი კი “ატლეტიკოში” რჩება და კატალონიელებიც მისი უპირატესი შესყიდვის უფლებას ინარჩუნებს.

pedal_bike

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია arrow_forward

forum კომენტარები (5)

  • ♛BaRcElOnA♛
    schedule 14 სექ 2018, 11:45

    Kaiaaaaa

  • MAYER
    schedule 14 სექ 2018, 09:40

    ბარსას სტილის კაცია ასე თუ ისე ვიდრე პოგბა მოდი ვაგიაროთ და ვიყიდოთ ეს საული ტორე ამ ფრანგების შესყიდვას ისევ ესპანური სტილი გვჩირდება (თანაც სულ რაგაც 23 წლის არის)

  • Basi
    schedule 14 სექ 2018, 01:54

    Saul nigezi mshvenierii gadzlierebaa iqneba centrshi
    Plius tan espanelia da gundshii ragac shemcirda mati ricxvii aserom savle unda moovidess

  • Jose saramagooo
    schedule 14 სექ 2018, 00:51

    პოგბაზე იჩალიჩონ რაის საული გლადიატორია ტიპი თან ზანგია

  • LuuKaa2002
    schedule 14 სექ 2018, 00:27

    ვაა ხელმმძღვანელობას უვაჟკაცია კარგია იმედია დავითრევთ რაბიო და პოგბა აღარ იქნება საჭირო და გავყიდოთ უნდა ზაფხულში ზედმეტი ხალხი