“მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველის, პოლ პოგბას აგენტი, მინო რაიოლა ინგლისური კლუბის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებებს გამართავს, იტყობინება Daily Star.
წყაროს ინფორმაციით, რაიოლა გეგმავს, რომ “იუნაიტედი” ფრანგი ფეხბურთელის “ბარსელონაში” გაყიდვის აუცილებლობაში დაარწმუნოს. მოსალოდნელია, რომ სატრანსფერო თანხამ 100 მილიონი ფუნტი შეადგინოს.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოგბამ, ჟოზე მოურინიოს თხოვნაზე, შვებულების შეწყვეტასთან დაკავშირებით, უარი თქვა, რამაც მოთამაშისა და კლუბის მთავარი მწვრთნელის ურთიერთობა დაძაბა. ფრანგი ნახევარმცველის კონტრაქტი “მანჩესტერ იუნაიტედთან” 2021 წლამდეა გათვლილი.
ხოდა გაყარონ მალალეტკები და ლუზერები, პოგბა სსაუკეთესოა
ეგრე რო ყრიდნენ არც ხავი ეყოლებოდა ბარსას არც ინიესტა არც მესი არც პუიოლი არც ბუსკეცი და არც გვარდიოლა
ნახევარმცველის მეტი რა არის გუნდში არამგონია ეს სიმართლე იყოს..რაკიტიჩი ბუსკეცი არტური კოუტინიო ვიდალი და კიდევ პოგბა?? მეტიც რომ ვთქვა კუკურელა უნდა დაწინაურდეს პირველ გუნდში და არანაირი ახალი მარცხენა მცველი
რაკიტიჩი უნდა ჩართონ და იმათაც აღარ ეყოლებათ ფეხბურთელი საძებნი თორე სხვანაირად გამორიცხულია 9 მდე ვეღარავის იყიდიან ისენი და ამასაც არგაუშვებეენ. მარა რაკიტიჩის გაყიდვას არფიქრობენ როგორც ჩანს
Sadzebni aravin ara ubralod amis mosvla kargia rakettas gacvli sxva shemtxvevashi ara