“ბარსელონას” ახალწვეულმა, არტურმა, გუშინ, კატალონიური გუნდის შემადგენლობაში პირველი ვარჯიში ჩაატარა.
კონტრაქტის გაფორმებისა და პრეზენტაციის შემდეგ, არტური ახალ თანაგუნდელებს შეუერთდა. მან ერნესტო ვალვერდე გაიცნო და შემდეგ ფეხბურთელებთან ერთად ივარჯიშა: სილესენი, ორტოლა, სემედუ, დენის სუარესი, პაკო ალკასერი, დინი, სერჟი რობერტო, ანდრე გომეში, ალეიშ ვიდალი, რაფინია, დუგლასი, მუნირი, მარლონი, სერჟი სამპერი.
დღეს, არტურს გუნდის კიდევ ერთი ახალწვეული, კლემან ლანგლე შეუერთდება.
მჯერა კარგად ითამაშებს ბარსაში დიდი იმედებია დამყარებული ამ ბიჭზე
არტური იფრენს იმედია.ბრაზილიელო ლომო
ეგ არი კი, ბარსელონას ლეგენდა, არ გეჩვენება