“ბარსელონას” ურუგვაელი თავდამსხმელი, ლუის სუარესი მოახლოებულ მსოფლიო ჩემპიონატზე საუბრობს.
“რატომ არ უნდა ვიოცნებოთ? მსოფლიო ჩემპიონატის წინ ყველას დიდი მოლოდინი აქვს და ჩვენც ვეცდებით, ტურნირზე რაც შეიძლება შორს წავიდეთ”. – აცხადებს სუარესი.
ურუგვაი A ჯგუფში მოხვდა, სადაც სამხრეთ ამერიკელების მოწინააღმდეგეები რუსეთი, ეგვიპტე და საუდის არაბეთი იქნებიან. ლუისმა განსაკუთრებით ეგვიპტის ნაკრების (მოჰამედ სალაჰი) სიძლიერეს გაუსვა ხაზი.
“ალბათ, ეგვიპტესთან თამაში უფრო რთული იქნება, საუდის არაბეთთან კი – იმდენად არა. თუმცა, ეს მუნდიალია და ყველა გუნდი აუცილებლად ბოლომდე დაიხარჯება”.




პირველზე უნდა გავიდეს ურუგვაი.სუარესი კარგად ითამაშებს მომდევნო მატჩებში