workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
არიედო ბრაიდა: რაფინიას შეუძლია “ინტერში” დარჩეს

არიედო ბრაიდა: რაფინიას შეუძლია “ინტერში” დარჩეს

“ბარსელონას” სპორტული დირექტორი არიედო ბრაიდა მილანის “ინტერში” განათხოვრებული რაფინია ალკანტარას მომავალთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს.

მას შემდეგ, რაც “ინტერმა” ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა, მილანელებს “ბარსელონას” საკუთრებაში მყოფი ბრაზილიელის 35 მილიონ ევროდ გამოსყიდვის ვალდებულება გაუჩნდათ, მაგრამ “ნერაძურის” ამ თანხის გადახდა არ სურს.

“მას შეუძლია “ინტერში” დარჩეს, მაგრამ გადაწყვეტილი ჯერ არაფერია. მისით სხვა კლუბებიც არიან დაინტერესებულნი.

რაფინია შესანიშნავი ბიჭი და ძალიან ტექნიკური ფეხბურთელია. ვფიქრობ, ის “ინტერს” გამოადგებოდა.

გარიგების დასასრულებლად გარკვეული დროა საჭირო.” – ციტირებს ბრაიდას სიტყვებს Football Italia.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (4)

  • emzari
    schedule 26 მაი 2018, 13:22
    #4

    ოღონდ ბარსაში ნუ დააბრუნებენ და სადაც უნდა იქ წასულა

  • Guro messi
    schedule 24 მაი 2018, 16:58
    #3

    წარმატებები რაფინიას.ინტერის კარგია რომ მოხვდა ლიგაზე

  • Lionel Messi – Pure Magic
    schedule 22 მაი 2018, 20:37
    #2

    ეს კიდე ცოცხალია?

  • messi and iniesta
    schedule 22 მაი 2018, 20:32
    #1

    მეც იინტერში დარჩენას მივიქვამ უკეთეს ვარიანტად