ზურგის პრობლემის გამო ხოსეპ გვარდიოლა ვერ დაესწრება ხვალინდელ მატჩს, რომელსაც “ბარსელონა” “სარაგოსას” წინააღმდეგ მართავს. ასეთი რამ კლუბის ისტორიაში პირველი არ არის. იოჰან კრუიფს და ფრენკ რაიკაარდსაც გაუცდენიათ გუნდის თამაში.
1991 წლის 27 თებერვალს “ოცნების გუნდის” სულის ჩამდგმელი ინფაქტის გამო Centre Quirúrgic Sant Jordi–ში მოათავსეს. მას ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. კრუიფმა საავადმყოფო ოპერაციიდან 10 დღის შემდეგ დატოვა.
კრუიფის არ ყოფნის განმავლობაში გუნდს კარლეს რეშახი ხელმძღვანელობდა. მისი მეთაურობით გუნდმა ექვსი მატჩიდან 4 მოიგო, 1 დაასრულა ფრედ, ხოლო ერთში დამარცხდა. კრუიფი გუნდს 10 აპრილს დაუბრუნდა. მაშინ “ბარსამ” “იუვენტუსი” დაამარცხა (3:1) თასების მფლობელთა თასის ნახევარ–ფინალურ შეხვედრაში, ხოლო ზუსტად ერთი თვის თავზე ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა.
რაიკაარდის პნევმონია
2005 წლის 3 დეკემბერს “ბარსამ” “ვილიარელითან” გამართა მატჩი. აღნიშნულ თამაშს არ ესწრებოდნენ ფრენკ რაიკაარდი და ჩავიერ ერნანდესი. ჰოლანდიელ სპეციალისტს პნევმონია ჰქონდა, რის გამოც მან ათი დღე იუქმა. ნახევარმცველს კი მარჯვენა მუხლის ტრავმა ქონდა.
რაიკაარდის არ ყოფნის გამო “ვილიარეალთან” მატჩის დროს გუნდს მისი ასისტენტი ხელმძღვანელობდა. აღნიშნული თამაში “ბარსამ” მოიგო, ანგარიშით 2:0. რაიკაარდი გუნდს “სევილიასთან” მატჩში დაუბრუნდა. კატალონიელებმა მორიგი გამარჯვება იზეიმეს. “სევილიასთან” მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე რონალდინიო “ოქროს ბურთით” დააჯილდოვეს. “კამპ ნოუზე” მან მიღებული ჯილდოს პრეზენტაცია მოაწყო.



