როგორც იცით, ოფიციალურად დადასტურდა, რომ ლუკა დინი 3 კვირას იუქმებს. შესაბამისად, “ბარსელონას” დაცვის მარცხენა ფლანგი მხოლოდ ჟორდი ალბას იმედად რჩება, რომელმაც “ჩელსისთან” თამაშში დაზიანება მიიღო და 100%-ით ჯანმრთელი, შეიძლება, ჯერ კიდევ არ იყოს.
ასე რომ, ერნესტო ვალვერდეს ამ პოზიციის გასაძლიერებლად “ბარსა ბ”-ს შემადგენლობისთვის მოუწევს გადახედვა. აქ ორი ვარიანტია: მარკ კუკურელია და ხუან მირანდა.
19 წლის კუკურელია სარეზერვო გუნდის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული წევრია, რომელიც დინამიურობით გამოირჩევა და რიტმს 90 წუთის განმავლობაში ინარჩუნებს. მას შეტევაში ჩართვა უყვარს, მაგრამ უკანა ხაზშიც საკმაოდ აგრესიულია. “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა მარკს ძირითად გუნდში თამაშის შანსი პირველად ოქტომბერში, კოპა დელ რეის ეგიდით “მურსიასთან” გამართულ შეხვედრაში მისცა.
რაც შეეხება მირანდას, ის ჯერ მხოლოდ 18 წლისაა და ჯერ ერთი წელიც არ გასულა იმის შემდეგ, რაც “ბარსა ბ”-ში მისი დებიუტი შედგა. მიუხედავად ამის, ის სწრაფად პროგრესირებს და ერნესტო ვალვერდეს მისი სათვალავში ყოლა ნამდვილად შეუძლია. ის კატალონიური გუნდის მცველების უმეტესობისგან განსხვავებით, სიმაღლით არ გამოირჩევა, მაგრამ სწრაფია და კუკურელიას მსგავსად შეტევებშიც კარგად ერთვება.
დიდი ალბათობით, ალბა თამაშს უპრობლემოდ შეძლებს და ამ ფეხბურთელებს საუკეთესო შემთხვევაში სათადარიგოთა სკამზე ჯდომა მოუწევთ, მაგრამ დინის გამოჯანმრთელებამდე კლუბს კიდევ რამდენიმე მატჩი აქვს გასამართი და გამორიცხული არაა, მირანდას და კუკურელიას მცირე სათამაშო დრო მაინც მიეცეთ.
კუკურელია
ჯერ ერთი ამ სტატიის პატრონს გამორჩა რომ უმტიტი ამპლუით მარცხენა მცველია,რაც ბევრმა არ იცის მეორეც იდელური ვარიანტია უმტიტი მარცხენა და მილა პიკე შუაში:)))ეს ჩემი პერსონალური აზრია
მინა მინდოდა მეთქვა:)))
მირანდა უნდა მისცეს შანსი
კუკუ მაგარი კაცია. დინს ეხლავე მირჩევნია. მაგარი ჟილკიანი მოთამაშეა. ისე მარხენა მცველად უმტიტის თამაშობს რო რამე და ვერმაც. + მაგას რობერტოს შეუძლია ფლანგის შეცვლა. ანუუ თU რთულ თამაშებში ალბა ვერ იქნა. თორე ისე კუკურელია სევილისთან თამაშის მერე საერთოდ ძირითადში რო ათამაშოს კარგი იქნება. რა იცით რა დონეზე ითამაშოს. სულ აღარ გაიხედონ იქნებ მერე ალაბების და ალონსოებისკენ და დინიც გაყიდონ