ეროვნულ ნაკრებებს შორის მარტში დაგეგმილი ამხანაგური შეხვედრები უკვე გაიმართა და “ბარსელონას” ფეხბურთელებმა კატალონიაში დაბრუნება დაიწყეს. დღეს გუნდს ანდრე გომეში და იასპერ სილესენი შეუერთდა. მათთან ერთად “სიუტატ ესპორტივაზე” ძირითადი გუნდის ხუთმა წევრმა ივარჯიშა. ესენი არიან: სერჟი რობერტო, პაკო ალკასერი, დენის სუარესი, ალეიშ ვიდალი და ნელსონ სემედუ. ერნესტო ვალვერდემ 8 რეზერვისტსაც უხმო.
დანარჩენი ფეხბურთელები ბარსელონაში უახლოეს 2 დღეში დაბრუნდებიან, 31 მარტს კი გუნდი “სევილიას” წინააღმდეგ ითამაშებს.




გომეში თუ დაბრუნდა რაღას დავეძებ
მალე მესი სუარეზი ინიესტა ალბა რაკი პიკე პაუ კოუ უნტიტიც შემოგვიერთდებიან. ხო მართლა ურრუგვაიმ მეორე მატჩიც ითამაშა