“ლას პალმასი”-“ბარსელონას” მატჩში ხორვატიის ეროვნული ნაკრების წევრმა, ივან რაკიტიჩმა მონაწილეობა მიიღო.
შეხვედრის 63-ე წუთზე კატალონიური გრანდის ნახევარმცველმა პაულინიო შეცვალა. აღსანიშნავია, რომ ეს ივანის მე-200 მატჩი აღმოჩნდა “ლურჯ-ბროწეულისფერი” მაისურით: 125 ლა ლიგაში, 38 ჩემპიონთა ლიგაზე, 28 ესპანეთის თასზე, 6 ესპანეთის სუპერ თასზე, 2 მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე, 1 ევროპის სუპერ თასზე.
ხორვატი ნახევარმცველი “ბლაუგრანას” 2014 წელს, 18 მილიონ ევროდ შეუერთდა.




იმედია კარგად დაამახსოვლდება