Goal-ის ინფორმაციით, “ლიონის” ნახევარმცველი, უსემ აუარი “ლივერპულისა” და “ბარსელონას” რადარზე იმყოფება.
ინგლისელები 19 წლის მოთამაშის გადაბირებას ჯერ კიდევ მაშინ ცდილობდნენ, როცა უსემს “ლიონთან” პირველი პროფესიონალური კონტრაქტიც კი არ ჰქონდა გაფორმებული.
მერსისაიდელები მოთამაშის მიმართ ინტერესს ინარჩუნებენ. რაც შეეხება “ბარსელონას”, კატალონიელთა წარმომადგენლები აუარის მიერ მიმდინარე სეზონში ნაჩვენებმა თამაშმა მოხიბლა.
საფრანგეთის ჩემპიონატში ჩატარებულ 22 მატჩში აუარმა 4 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
ლივერპულმა წაიყვანოს
Riti verr gadaiwva eg radarii