ესპანეთის პრიმერა დივიზიონის 25-ე ტურის მატჩში, ერნესტო ვალვერდეს კოლექტივმა “ჟირონა” 6:1 დაამარცხა.
კრისტიან პორტუს მიერ მატჩის მე-3 წუთზე გატანილ გოლს, “ბლაუგრანას” მხრიდან 6 უპასუხო ბურთი მოჰყვა. ლა ლიგის ლიდერმა სატურნირო ცხრილში პირველი პოზიცია ლეო მესის დუბლით, ლუის სუარესის ჰეთ თრიქისა და ფილიპე კოუტინიოს ბრწყინვალე შორეული გასროლით გაიმყარა. რაც შეეხება კატალონიელთა გოლეადორებს – არგენტინელმა და ურუგვაელმა ბომბარდირთა დავაში თავიანთ მეტოქეებთან სხვაობა გაზარდეს.

მოცემულ მომენტში “ლურჯ-შინდისფრები” “ატლეტიკოს” 10, ხოლო “რეალს” 14 ქულით უსწრებენ, თუმცა დიეგო სიმეონეს გუნდს თავისი შეხვედრა ჯერ არ გაუმართავს. 23:45 საათზე მადრიდელები სტუმრად “სევილიას” დაუპირისპირდებიან.
შიდა ჩემპიონატის ეგიდით ერნესტო ვალვერდეს შეგირდები მომდევნო შეხვედრას 1 მარტს, 23:55 საათზე გამართავენ. მათი მომდევნო მეტოქე ტურნირის აუტსაიდერი, “ლას პალმასი” იქნება. შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის “ბარსელონა” ლა ლიგაში დაუმარცხებელია.




ყველაზე აპასნი 666-ე იქნება….ეშმაკს არ ძინავს.
მაგარი იყო ბრაო ბიჭებს