“ჟირონასთან” მატჩის შემდეგ “ბარსელონას” ძირითადი მეკარე, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი აცხადებს, რომ მისი კლუბისთვის თითოეულ გამარჯვებას ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება.
“ყველა თამაში მნიშვნელოვანია და მოგების გარდა სხვა შედეგი დამაკმაყოფილებელი არ იქნება. სხვანაირად, ლა ლიგის ლიდერი ვერ იქნები. თუ შეცდომას დავუშვებთ, ამით სატურნირო ცხრილში ჩვენზე ერთი პოზიციით ქვემოთ მყოფი გუნდი ისარგებლებს.
“ჟირონას” სათამაშო სტილი მომწონს. მათ წინააღმდეგ თამაში ადვილი არასოდესაა და მინდა, მათ მივულოცო, რომ ამას მიაღწიეს”. – ციტირებს გერმანელის სიტყვებს Marca.




მაგარი მეკარე დადგა შტეგენი
შტეგოო შე ცივსისხლიანო გერმანელო,რა მაგრა მეიმედებოდი თავიდანვე,რომასთან გოლი გახსოოვთ?შორიდან რო გაუტანეს ლიგაზე.აუ მაშინ ატყდა ამის კრიტიკააა,მაგრამ სულ ვიძახდი რომ დაამტკიცებსთქო და აგერაა ფაქტი.გერმანელი მეკარეები მაგრად მევასებიან და ვფიქრობ რომ ნომერ პირველები არიან თავის საქმეში
ძალიან საიმედოა როგორც მეკარე და პიროვნულადაც მაგარი დასტოინი ტიპპია, კიდევ დიდხანს მინდა ვნახო ბარსას შემადგენლობაში.
მაგარი მეკარე გვყავს, რაც მთავარია ძალიან თვიდაჯერებულია დაეს დადებითად მოქმედებს დაცვაზე, იციან შტეგო მაინც გადაარჩენს
შტეგენმა რო სეივი გააკეთა ბაირნთან ისეთი დეხეას არც დაესიზმრება
შტეგო ძაან კლასნია გუშინაც საოცარი სეივი შეასრულა და პასებსაც კარგად ანაწილებს