გუნდმა ვარჯიშები განაახლა. ფეხბურთელები “მალიორკასთან” თამაშისათვის ემზადებიან. დილით “სიუდად ესპორიტვაზე” გვარდიოლას შეგირდები ვარჯიშობდნენ, ვარჯიშზე არამარტო პირველი გუნდის, არამედ მეორე გუნდის ფეხბურთელებიც იმყოფებოდნენ.
ვარჯიშზე არ იმყოფებოდნენ ვალდესი, ჩავი, პუიოლი და ხეფრენი, მათ ტრავმები აწუხებთ. ასევე ვარჯიში გამოტოვა ლეო მესიმაც, რომელიც სატრენაჟორო დარბაზში დარჩა და თავის მხრივ იქ ვარჯიშობდა.
“ბარსელონას” “მალიორკასთან” მატჩში დააკლდება ვალდესი, პუიოლი, ჩავი, ხეფრენი და ასევე დისკვალიფიცირებული დანი ალვესი. ამის გამო პეპ გვარდიოლამ მეორე გუნდიდან გამოიძახა ფეხბურთელები: მონტოია, ტიაგო და მინიო. ისინი დღეს პირველ გუნდთან ერთად ვარჯიშობნდნენ.
მინიო მეორე მეკარის ადგილს იკავებს, ხოლო მონტოია ალვეშის შემცვლელად მოიაზრება, რაც შეეხება ალკანტარას იგი სავარაუდოდ ჩავის შეცვლის.
ვარჯიში არ იყო გადატვირთული, ანუ ფეხბურთელები ძირითადად ძალების აღდგენით ვარჯიშებს ატარებდნენ.
შემდეგი სესია ხვალ “სიუდად ესპორტივაზე” გაიმართება ადგილობრივი დროით 11 საათზე.


