მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ერნესტო ვალვერდე “ეიბართან” მატჩის წინ

ერნესტო ვალვერდე “ეიბართან” მატჩის წინ

“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ წინასამატჩო პრესკონფერენციაზე “ეიბარის” წინააღმდეგ გასამართ მატჩზე ისაუბრა. 

“ეიბარი” იმ გუნდების სიაში შედის, რომლებიც მეტოქის ნახევარზე თამაშს ანიჭებენ უპირატესობას. მათ კარგი პრესინგიც შეუძლიათ და როგორც წესი, შეხვედრებს კარგად იწყებენ, შემდეგ კი ცდილობენ, თავს საკუთარი ფეხბურთი მოგახვიონ. მათ სტილთან და მოედნის ზომასთან შეგუება მოგვიწევს. 

ახლა მხოლოდ “იპურუაზე” გასამართ მატჩზე ვფიქრობთ. რა თქმა უნდა, ჩემპიონთა ლიგაზე “ჩელსისთან” დაპირისპირება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ლა ლიგაში ჩვენი უკანასკნელი შედეგების გათვალისწინებით, ხვალინდელი შეხვედრისთვის ნაკლები ყურადღების დათმობის უფლება არ გვაქვს. 

კარგია, რომ შუა კვირაში დასვენების საშუალება მოგვეცა. ეს ჩვენი ფეხბურთელებისთვის დასვენების და ძალების აღდგენის შანსი იყო. ფიზიკურად და მენტალურად, ყოველთვის კარგია, როცა რამდენიმე კვირის განმავლობაში ყოველ 3 დღეში ზედიზედ გამართული მატჩების შემდეგ დაისვენებ”. – განაცხადა ვალვერდემ. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (11)

  • sergio busquets5
    schedule 13 იან 2019, 13:49

    დღეს დიდი ანგარიშით უნდა მოვიგოთ ვალოდია

  • cezo45
    schedule 12 იან 2019, 23:02

    მასე ვალვერდე რაა შესაძლოა კიარა ეგ ორი დემბელე და კოუტინიო ერთად უნდა ათამაშო ბიჭოო აბა რაა..იგალო დაითრიან და სუარესის ზამენად გამოდგება ამ სეზონში :))ზაფხულში სერიოზული ცენტრ ფორვარდი იქნება მოსაყვანი

  • gelantia
    schedule 12 იან 2019, 22:52

    ვაა საღოლ კოუ ათამაშოს ეგებ ნახ. მცველად

  • georg
    schedule 17 თებ 2018, 12:50

    ეიბართან კარგი იქნება ძალების დაზოგვით თუ მოვიგებთ, ამიტომაც ძირითადის სატავმა უნდა დაიწყოს თამაში, მეორე ტაიმში კი ლიდერები უნდა შეიცვალოს. ისე ბოლო დროს ამან ძაან აითვალწუნა დენის სუარესი, განაცხადშიც აღარ შეყავს და არშეიძლება ასე. დენისს უდრო მეტი დრო უნდა მიეცეს, ძალიან ნიჭიერია და მაგრად მჯერა მისი.

  • BB10RH
    schedule 17 თებ 2018, 11:21

    დღეს ვიგებთ ვითოო თუ კიდე უნდა გატეხოს :))

    ციტატა: Guro messi
    ეიბარსაც და ჩელსისაც უეჭველი ორივეს მოვუგებთ


    უეჭველი არა მარა შეილება 2 ივეს მოვუგოთ

  • Guro messi
    schedule 17 თებ 2018, 00:41

    ეიბარსაც და ჩელსისაც უეჭველი ორივეს მოვუგებთ

  • davidus2020
    schedule 16 თებ 2018, 22:24

    იმედია ხეტაფესავით არ ვითამაშაბთ, აუცილებლად უნდა მოვიგოთ

  • LeriZoidze
    schedule 16 თებ 2018, 21:28

    ციტატა: Leo mesii

    ციტატა: LeriZoidze
    დემბელეე განაცხადშიააააა ? ან ივარჯიშააა?


    განაცხადშია


    აუნეტა ისე ითამაშოს რო ეგრევე ჩელსისთან მოხდეს სასტავში

  • Leo mesii
    schedule 16 თებ 2018, 21:08

    ციტატა: LeriZoidze
    დემბელეე განაცხადშიააააა ? ან ივარჯიშააა?


    განაცხადშია

  • LeriZoidze
    schedule 16 თებ 2018, 21:06

    დემბელეე განაცხადშიააააა ? ან ივარჯიშააა?

  • messi and iniesta
    schedule 16 თებ 2018, 21:02

    სწორია ჩელსიზე უნდა ვიფიქროთ მაგრამ ამ ჯერად მთავარი ეიბარტამ შეხვედრაა