“ბარსელონამ” არტურის ტრანსფერის თაობაზე საბოლოო შეთანხმებას მიაღწია. ესპანური პრესის ცნობით “გრემიოს” ნახევარმცველი ესპანურ კლუბს 2019 წლის იანვარში შეუერთდება.
21 წლის ფეხბურთელმა ბრაზილიური გრანდის მაისურით უკვე 52 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ძირითადი შემადგენლობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან წევრად ითვლება. Mundo Deportivo-ს ცნობით, არტური ესპანეთში მომავალი წლის დასაწყისში, ბრაზილიის საფეხბურთო ლიგის სეზონის დასრულების შემდეგ გაემგზავრება.
ნიჭიერი ნახევარმცველის გამოსასყიდი თანხა 50 მილიონი ევროა, თუმცა “ბარსელონა” ბრაზილიური კლუბის ხელმძღვანელობას ტრანსფერის სანაცვლოდ 25 მილიონ ევროს სთავაზობს.




Pexze kiar ajdeba icisramomenrshi sadunda ikos
"ბარსელონა" და "გრემიო" არტურ რამოსის ტრანსფერზე შეთანხმდნენ
ნიჭიერი ნახევარმცველის გამოსასყიდი თანხა 50 მილიონი ევროა, თუმცა "ბარსელონა" ბრაზილიური კლუბის ხელმძღვანელობას ტრანსფერის სანაცვლოდ 25 მილიონ ევროს სთავაზობს.
და მე რა გავიგო ამ ნიუსიდან? ბარსელონა და გრემიო შეთანხმდნენ? და თუ შეთანხმდნენ, რამდენს ვიხდით 25-ს? გამოსასყიდი რო 50-ია?
საერთოდ ხო შეიძლება უფრო გასაგებად წეროთ და სინამდვილის გასარკვევად სხვაგან არ ვეძებოთ პასუხი, ცოტა პატივი გვეცით, ხო შეიძლება.
ცენტრს მოუგუდავს ვალვერდე .. და ირბინონ პედრო აზარმა უბურთOდ .. დაცვაშძალიან სუსტია ცელსი .. ცალცალკე ყველა კარგია მაგრამ ტერი კეჰილის დიეტივით ეს ტრიო ვეღარ იხავს თავს …
ხო ჩელსი ვერაა წელს მარა 2012-შიც ასე არ იყო 😀 1-2 თამაშის მაღალ დონეზე ჩატარება შეუძლიათ ძლიერ გუნდებს ცუდ პერიოდებშიც. ვალვერდესი მეიმედება, წინა წლების ბარსასგან განსხვავებით უფრო ფრთხილად ითამაშებს ალბათ და შეტევაში თავქუდმოგლეჯილი არ გაიქცევა ყველა. ისე რას ფიქრობ ნახევარდაცვაში ინი-ბუსი-რაკეტა-პაულინიოს დააყენებს როგორც რეალთან?
სავარაუდოდ ან პაულინიოს ან გომეშს .. შეიძლება ვიდალიც მაგარმ ეგ ნაკლებად მოსალოდნელია ისევე როგორც დემბელეს სასტარტო .. ვნახოთ მანამდე ეიბართან რას იზამს დემბელე როგორ ფორმაში შევა
დემბელეს დრო არ ეყოფა სამწუხაროდ ფორმაში შესასვლელად მარა მართალი ხარ, ვნახოთ მაინც რას იზამს ეიბართან. კიდე ერთი ვარიანტიც არის, მაგრამ არ იზამს მაგას ვალვერდე. სემედო დაცვაში და რობერტო წინ ფლანგზე, შეტევითვისაც მეტად მოიცლიდა, დაცვაც უფრო მშვიდად იქნებოდა. მარა თავის დროზე არ ათამაშა სემედო რო შეთამაშებულიყო და შესულიყო ფორმაში ((
სემედუს მე მგონი 2 ყვითელი აქვს და ვერ თამაშობს.