გუშინ ლეო მესიმ ძალიან მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა და მნიშვნელოვანი სამი ქულა მოუტანა გუნდს. ეს მატჩი ლეოსათვის 250– ე იყო, მან ეს მატჩი გოლით აღნიშნა, აღსანიშნავია ისიც, რომ არგენტინელი “ოქროს ბუცისათვის” და “პიჩიჩისათვის” დავაში დაწინაურდა.
“პიჩიჩისათვის” ბრძოლა ლეოსა და კრისტიანოს შორის მიმდინარეობს. ტურის დაწყების წინ ამ ორ ფეხბურთელს 24 – 24 გოლი ჰქონდათ, ეს არამარტო ესპანეთში იყო საუკეთესო, არამედ მთელს ევროპაში იყო საუკეთესო. რონალდუმ ამ ტურში გოლი ვერ გაიტანა, განსხვავებით მესისგან, რომელმაც გოლის გატანა შეძლო. იგი დაწინაურდა არამარტო “პიჩიჩისათვის” ბრძოლაში არამედ “ოქროს ბუცისათვის” ბრძოლაშიც.
ევროპაში მასთან მიახლოვებული შედეგი აქვთ ედისონ კავანის – 20 გოლი, დიმიტარ ბერბატოვს – 19 გოლი და მარიო გომესს – 18 გოლი.
მესი “ბარსელონაში” 2004/05 წლიდან თამაშობს. მან ჩატარებული მატჩების 77 % – ში გამარჯვება იზეიმა მთელი კარიერის განმავლობაში, ხოლო გვარდიოლას ეპოქაში ეს ციფრი უფრო მეტს, 81 % – ს აღწევს.
მესის სულ 250 შეხვედრაში 168 ბურთი აქვს გატანილი. აქ კი დაწვრილებით ყველა ტურნირი:
“ლა ლიგა” : 165 მატჩი (113 გოლი)
“ჩემპიონთა ლიგა” : 51 მატჩი (31 გოლი)
“კოპა დელ რეი” : 25 მატჩი (17 გოლი)
“ევროპის სუპერთასი”: 2 თამაში ( 0 გოლი )
“ესპანეთის სუპერთასი” : 5 თამაში (5 გოლი)
“საკლუბო ჩემპიონატი” : 2 მატჩი (2 გოლი)

