მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ვალენსია” “ბარსელონასთან” თამაშისთვის “მესტალიას” გულშემატკივრებით შევსებას გეგმავს

“ვალენსია” “ბარსელონასთან” თამაშისთვის “მესტალიას” გულშემატკივრებით შევსებას გეგმავს

9 თებერვალს კოპა დელ რეის 1/4 ფინალის განმეორებით შეხვედრაში “ბარსელონა” “ვალენსიას” დაუპირისპირდება. კატალონიელებს შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ფრეც ეყოფათ, ვალენსიელებს კი ამისთვის ერთ გოლზე მეტი სხვაობით მოგება სჭირდებათ. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან რთული ამოცანაა და კლუბის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, საკუთარი ფეხბურთელების დასახმარებლად “მესტალიაზე” რაც შეიძლება მეტი გულშემატკივარი მიიყვანოს.

ყველას, ვინც შეხვედრის ბილეთს იყიდის, მეორე ბილეთის ფასდაკლებით შეძენა შეეძლება. აღსანიშნავია, რომ 30 ათასზე მეტი ბილეთი უკვე გაყიდულია და ტრიბუნებზე დიდი ხალხმრავლობაა მოსალოდნელი.

მიმდინარე სეზონში “ბარსამ” “მესტალიაზე” ერთხელ უკვე ითამაშა, კერძოდ, ლა ლიგის მე-13 ტურში, ნოემბერში. ის შეხვედრა ფრედ, 1-1 დასრულდა. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (5)

  • Guro messi
    schedule 07 თებ 2018, 18:29

    მესტალიაზე ვალენსიას მარცხს ვიხილავთ

  • Don_Andresito
    schedule 06 თებ 2018, 23:59

    ციტატა: nika 54

    ციტატა: azulgerana
    რა იყო ის ვალენსია მაშინ რაა… მენდიეტა კირიგონსალესი კანისარესი


    ვილია, სილვა


    ვილია სილვა მატას დროს დიდი არაფერი. დაჟე კილი ძალიან მაგარი იყო მარა ლა ლიგა არ მოუგია. 2004 ში მოიგეს ლა ლიგა და მთავარი შემოქმედი აიმარი იყო, დონე იყო იმენა, + ბარახა ალბელდა, აიალა ვაფშე გაუვალი მცველი იყო, ვისენტეს გარღვევები და შეტევაში ხუან სანჩესი რიკარდო ოლივერა და ესპანელი ინძაგი ანუ მისტა იყვნენ მთავარი შემოქმედები ჩემპიონობის. და რა თქმა უნდა რაფა ბენიტესი. ძალიან მაგარი გუნდი იყო. უეფას თასიც მოიგეს და ლა ლიგაც. ყველაზე საინტერესი ტუნრირი იყო ლა ლიგის ისტორიაში. 4 გუნდი იბრძოდა ჩემპიონობისთვის. ბარსა რეალი დეპორი ფეხდაფეხ მიყვებოდნენ ვალენსიას. ვილია მაშინ სარაგოსაში დაფრინავდა. ლა ლიგა ჩააგდეს მარა კოპა დელ რეი მოიგეს, ბარსა გააგდეს და ფინალში რეალს მოუგეს. ვილია კიდე ლიდერი იყო სარაგოსასი. მაგ წლის მერე გადავიდა ვალენსიაშI

  • messi and iniesta
    schedule 06 თებ 2018, 23:32

    ასე მგონია ფრე დამთავდება

  • nika 54
    schedule 06 თებ 2018, 23:15

    ციტატა: azulgerana
    რა იყო ის ვალენსია მაშინ რაა… მენდიეტა კირიგონსალესი კანისარესი


    ვილია, სილვა

  • gurgenidze
    schedule 06 თებ 2018, 21:25

    Erti unda sheugdot da egaa