მადრიდული Marca-ს ინფორმაციით, “ბარსელონას” მცველი, ჟერარ პიკე, რომლის გოლმაც “ესპანიოლთან” მატჩში გუნდს ქულა მოუტანა, აღნიშნულ შეხვედრაში ჟერარ მორენოსთან ორთაბრძოლაში დაზიანება მიიღო და თამაში ტრავმირებულმა დაასრულა.
ჯერჯერობით ცნობილი არაა, თუ რამდენად სერიოზულია ტრავმა და მოუწევს თუ არა მას მატჩების გამოტოვება. პიკეს გამოკვლევა დღეს უნდა ჩაუტარდეს. აღსანიშნავია, რომ მისი ძირითადი ალტერნატივა, ტომას ვერმალენი ტრავმირებულია, სამუელ უმტიტი კი ლა ლიგის მომდევნო მატჩს დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს. შესაბამისად, ცენტრალური მცველებიდან ერნესტო ვალვერდეს მხოლოდ იერი მინას გამოყენების საშუალება ექნება (თუ პიკემ ტრავმა მანამდე არ მოიშუშა), რომლის დებიუტი ჯერაც არ შემდგარა.



იმედია კოსტასს დააწინაურებს ბარსა ბ-დან და ბუსკეცსს არ დააყენებს მცველად
ძალიან ცუდი, სხვაგან ეწერა შეიძლება ერთი თვე გამოტოვოსო
საინტერესოა ვის დააყენებს ვალენსიასთან ვერმაელენს თუ მინას? მე მინა მინდა
უმტიტი ვალენსიასთან იქნება იმიტო რო ლა ლიგაში მიიღო დისკვალიფიკაცია და ხეტაფესთან რამეს მოვახერხებთ
უმტიტიც არიქნება შემდეგშიი დააა ცუდია ეს… იმედია არექნება ტრავმა
დაეცა მინას ტუზი
რა უნტიტს დისკვალიფიკაცია აქქვს პიკეც არ იქნება ვინ გვეყოლება კააი ერტი მინა მეორე ვერმაელსაც ტრავმა აქვს
ურაა!
exla ise arqnan amatma ro marto mina gvyavdes mwyobrshi
Abaa mina, movida sheni dro.. ikneb chempionta ligamde vermaelenic gamoketdes