23 წლის საყრდენი ნახევარმცველი, სერჟი სამპერი, რომელიც “ბარსელონადან” “ლას პალმასში” იყო განათხოვრებული, კანარის კუნძულებიდან კატალონიაში ბრუნდება.
სამპერი “ლას პალმასს” გასულ ზაფხულს შეუერთდა, მაგრამ ხშირი და სერიოზული ტრავმების გამო შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრება ვერ მოახერხა. მან ამ სეზონში მხოლოდ რამდენიმე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. რამდენიმე დღის წინ, კლუბებს შორის იჯარის გაუქმებასთან დაკავშირებით შეთანხმება შედგა. დღეს კი, როცა სატრანსფერო ფანჯარა ოფიციალურად დაიხურა, ის კვლავ “ბარსელონას” მოქმედი ფეხბურთელი გახდა.
ფეხბურთელი ამჟამადაც ტრავმირებულია და ის კიდევ 4 თვეს იუქმებს, შემდეგ კი, სავარაუდოდ, სარეზერვო გუნდს შეუერთდება.



კაი ამბაავია თ5უ ცუდი
Moixodeba es seriozuli monacemebi aq
barsa b gamoadgeba
არადა რაკაი იგროკია