ხოსე ლუის ჩილავერტი: მომდევნო მესი მხოლოდ ათასი წლის შემდეგ გამოჩნდება

ხოსე ლუის ჩილავერტი: მომდევნო მესი მხოლოდ ათასი წლის შემდეგ გამოჩნდება

ლეგენდარული პარაგვაელი მეკარე ხოსე ლუის ჩილავერტი, არგენტინის ნაკრებთან და ლიონელ მესისთან დაკავშირებით, საინტერესო განცხადებას აკეთებს.

“არგენტინის ნაკრები, მესის გარეშე, მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფიდანაც კი ვერ გავა. გუნდში კარგი ფეხბურთელები არიან: აგუერო, იგუაინი, დი მარია, დიბალა. თუმცა, სხვაობა ისაა, რომ ისინი თამაშებს არ იგებენ. თამაშებში სხვაობას ლიონელი ქმნის. მაშინაც კი, როდესაც ის უბრალოდ დგას, მეტოქეს მისი ეშინია.

მინდა, რომ არგენტინა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდეს და მოიგოს. რატომ? მესის გამო, რადგან მე მისი ფანი ვარ. ის სხვა პლანეტიდანაა, კრიშტიანუ რონალდუ და ნეიმარი კი დედამიწელები არიან. სწორედ ესაა განსხვავება. როდესაც მესი ფეხბურთიდან წავა, ყველა ვიტირებთ. მომდევნო მესი მხოლოდ ათასი წლის შემდეგ გამოჩნდება.” – ციტირებს ჩილავაერტის სიტყვებს La Nacion.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (6)

  • nika 54
    31 იან 2018, 17:19

    ციტატა: neo222
    ამას რო გოლები აქ გატანილი იმდენი ლარიანი მომცა 😀

    ეს მეკარე იყო და არამგონია 100 ლარი მოგიგროვოს, რამდენიც მოიგერია რო გეთქვა ათასებს იშოვიდი.

  • ბათუმსკი92
    31 იან 2018, 16:44

    ეხლა ვიტირებ disappointed_relieved disappointed_relieved disappointed_relieved

  • messi and iniesta
    31 იან 2018, 14:28

    რახაც არა მგონია მაგრამ მე ვისურვებდი

  • neo222
    31 იან 2018, 13:57

    ამას რო გოლები აქ გატანილი იმდენი ლარიანი მომცა 😀

  • დონ პიკე
    31 იან 2018, 12:52

    შენ როგორც მეკარე მაგრა მევასებოდი და ეხლა როგორც კაცი უფრო მეტად ჩამივარდი გულში..

  • Johan Cruyff 14
    31 იან 2018, 08:54

    ჩილავერტი მაგარიააა <3