“ბარსელონას” ლიდერმა, ლიონელ მესიმ განაცხადა, რომ მისთვის პრობლემა არ იქნება, თუ მიმდინარე სეზონში როტაციის გამო ხანდახან არ ითამაშებს. არგენტინელი ხშირად ერთადერთი ფეხბურთელია, რომელიც ყველა თამაშში მოედანზე 90 წუთს ატარებს და მას დასვენება აუცილებლად დასჭირდება.
“ასეთ გადაწყვეტილებებს მწვრთნელი იღებს და მეც მის აზრზე ვარ. ვალვერდესთან ხშირად ვსაუბრობ და მან თავადაც იცის, რომ ზოგჯერ, შეუძლია, არ მათამაშოს. დანარჩენი ფეხბურთელებიც ასე არიან.
“ბარსას” საქმეები ბოლო დროს კარგად მიდის. “ესპანიოლთან” მძიმე გამოცდა ჩავაბარეთ და შემდეგ ეტაპზე გავედით. ზოგადად, გუნდი დასახული მიზნებისკენ სწორად მიდის. როცა ახალი მწვრთნელი მოვიდა, თავისი სამომავლო სტრატეგია თავიდანვე გაგვაცნო და ჩვენც და მის დარიგებას მივყევით. დაცვითი ფეხბურთისთვის უფრო დიდი ყურადღების დათმობა დავიწყეთ, დაგვემატა რამდენიმე შესანიშნავი ფეხბურთელიც და ეს კიდევ უფრო გვეხმარება.
ჟურნალისტების ერთ-ერთი შეკითხვის პასუხად, ლეომ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მისთვის პერსონალურზე უფრო პრიორიტეტული გუნდური ტიტულებია.
“აქამდეც მითქვამს, რომ ჩემთვის პირადი ჯილდოები მთავარი არაა, ასე რომ, განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს, შევძლებ თუ არა ოქროს ბურთის კიდევ ერთხელ მოგებას. მთავარია, “ბარსელონასთან” ერთად რაც შეიძლება დიდ წარმატებას მივაღწიო”. – განაცხადა მესიმ.




კაცი პიროვნება.
მეფე ისეთ ფორმაშია რომ წელს ლეომ უნდა დადოს ოქროს ბურთი,ლიგის ფაქტორი რა თქმა უნდა გადამწყვეტია,ზოგადათ ბურთის წესებს არ ვეთანხმები მარა მაინც.ძაან მაგარი წელი აქვს ლომ როგოც ყოველთვის რაღაც ერთი ორი კინკილა სეზონის გარდა.მე მესი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად მიმაჩნია და თუ მსოფლიოს ვერ მოიგებს არც ეგაა პრობლემა.ბრაზილიის გულშემატკივარი ვარ მარა მინდა რომ არგენტინამ დადოს ლეოს გამო(ნუ ცოტა მეეჭვება ამ დროისთვის ყოველ შემთხვევაში მარა მაინც)რომ ჩააჩუმოს ყველა ის იდიოტი ვინც ფიქრობს რომ მის საუკეთესობას მსოფლიო ჭირდება.ტიპი ყველა თამაში რომ პუბლიკის გაოცებას შეძლებს მას რაღა უნდა ჭირდებოდეს
მესი მოიგებს
იმედია მესსი ალავესთან ითამაშებს ჰეთრიკის დროა უკვე მეფეჯან
გუნდმა მოიგოს და ეგ ინდივიდუალური პრიზებიც თავისით მივა, სწორი მიდგომაა რას ერჩი….. ნუ ამ წელს ალბათ მესი აიღებს თუ რამე სასწაული არ მოხდა ნეინარს შეუძლია !ეეცილოს ლიგას და მსოფლიოს თუ მოიგებს
ვინც ჯილდოებით მსჯელობს მესის შესაძლებლობებზე მაშინ საერთოდ ჯობია ფეხბურთის ყურებას თავი დაანებოს
მსოფლიოც დადე და ეგ ოქროს ბურტები სუ პენოსი იყოს