“ესპანიოლთან” მატჩის წინ გამართულ პრეს-კონფერენციაზე ერნესტო ვალვერდემ “ბარსელონას” ახალწვეულ იერი მინაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მის დებიუტთან დაკავშირებით მოთმინებაა საჭირო.
“მინამ ადაპტაციის პროცესი უნდა გაიაროს, ამისთვის მას დრო სჭირდება. ის გუნდის დინამიკას უნდა შეეწყოს და ამის შემდეგ მოახერხებს მოედანზე გასვლას. ჯერ ზუსტად ვერ გეტყვით, ითამაშებს თუ არა ის “ესპანიოლთან”.
არ ვიცი, მოახერხებს თუ არა მინა მასკერანოს სრულფასოვნად შეცვლას. არგენტინელი “ბარსელონაში” დიდი ხნის განმავლობაში თამაშობდა და ყოველთვის ზუსტად იცოდა, რა უნდა გაეკეთებინა. თავის მხრივ, მინაც ძალიან კარგი მოთამაშეა, რომელიც, ჩემი აზრით, ბევრ რამეს შეგვმატებს”.
“ესპანიოლთან” მატჩის განაცხადი ცნობილი უახლოეს საათებში გახდება.




არ ცანს ცუდი ბიჭი
მომკალით და რაღაცნაირად არ მეიმედება ამ ბიჭის კი ფიზიკურად კარგია მაღალია და მეორე სართულზე გამოგვადგება მაგრამ ძალიან ნელია რო ვუყურებ ამის სირბილს ასე მგონია რო სიმწრით დარბის
მაშ მტყუანს?! :DDDDDDDDDDDD
ხვალ არის ღამით პირველის ნახევარზე
თამაში როდის არის??