workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვილია ვარჯიშს უბრუნდება

ვილია ვარჯიშს უბრუნდება

“არსენალთან” შეხვედრისას, კოჭზე მიღებული უმნიშვნელო ტრავმის შემდეგ, დავიდ ვილია ვარჯიშს უბრუნდება. მოგეხსენებათ გუშინ მან ვარჯიში სწორედ ამ მიზეზით გააცდინა. ახლა კი იგი “ბილბაოსთან” გასამართი მატჩისთვის ემზადება…

პეპ გვარდიოლამ დღევანდელი ვარჯიშისთვის პირველი გუნდის 18 ფეხბურთელი გამოიძახა. მათ შორის იყო ესპანელი ფორვარდი, დავიდ ვილიაც, რომელსაც ტკივილები უკვე საერთოდ აღარ აწუხებს.

პირველი გუნდის ფეხბურთელების გარდა ვარჯიშში მონაწილეობას “ბარსა ბ”–ს ფეხბურთელებიც იღებდნენ. პირველი გუნდთან ერთად დღეს მეკარე ოიერმა და ნახევარმცველმა სერხი რობერტომ ივარჯიშეს. ამ უკანასკნელს ტრავმა აწუხებდა, მაგრამ ახლა მედიკოსებისგან თამაშზე თანხმობა მიიღო. ასე, რომ შესაძლოა იგი იმ ცხრამეტ ფეხბურთელ შორისაც მოხვდეს, რომელიც “ატლეტიკთან” მატჩისთვის იქნება გამოძახებული.

პუიოლი და ხეფრენი კი კვლავ და კვლავ აგრძელებენ აღდგენით სამუშაოებს და ცდილობენ და ცდილობენ, რომ გუნდს რაც შეიძლება მალე დაუბრუნდნენ. გუნდს ხომ კაპიტანი ახლა ყველაზე მეტად სჭირდება!..

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში