workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მაქსველი: ”ჩვენ გვჭირდება 12 ქულა ”არსენალამდე”

მაქსველი: ”ჩვენ გვჭირდება 12 ქულა ”არსენალამდე”

”ბარსას” მცველი, მაქსველი ათვითცნობიერებს, რომ ჩემპიონთა ლიგიდან ლა ლიგაზე უნდა გადაერთონ და მომდვენო მატჩებზე იფიქრობ. ლონდონში განცდილი მარცხის შემდეგ, ბრაზილიელი მცველი მხოლოდ მომდევნო თამაშზე ფიქრობს, რომელიც ”ატლეტიკტან” გაიმართება.
‘ ჩევნ აუცილებლად უნდა ავიღოთ სამი ქულა, რათა დავივიწყოთ თუ რაც მოხდა ხიხონში და ლონდონში. სანამ ”არსენალთან” მოდევნო მატჩი მოვა, ჩვენ სათამაშო გვაქვს ლა ლიგის 4 მატჩი, რომელშიც უნდა შევეცადოთ და მოვიპოვოთ 12 ქულა”.
ოთხშაბათის მატჩის შედეგს მაქსველი ნეგატიურად ხვდება: ” ყოველთვის შეგიძლია დასკვნა გამოიტანო და ისწავლო მარცხზე. უნდა დავაკვირდეთ ყველა იმ შეცდომას, რომელიც დავუშვით და კარგად მოვემზადოთ მომავალი დაპირისპირებისთვის. ფეხბურთი გაძლევს შანსს ყოველ სამ დღეში ახალი რამეები გააკეთო. ჩვენ შევეცდებით კვირას აუცილებლად გავიმარჯვოთ”.
კითხვაზე თუ რას ფიქრობს იგი უოლკოტზე ასე პასუხობს: ” პირადად მე ძალიან მოხარული ვარ, რადგან მის წინააღმდეგ თამაში მიწევდა. იგი ძალიან საინტერესო ოპონენტია. თუმცა ვიცი, რომ მასთან მიმართებაშიც დავუშვი შეცდომები, რომლებსაც აუცილებლად გამოვასწორებ”.
როგორც იცით ”ატლეტიკის” და ”ბარსას” ეს მეოთხე დაპირისპირება იქნება ამ სეზონში. წინა მატჩი ”კამპ ნოუზე” უგოლო ფრით დასრულდა.: ” მე ველოდები მსგავს მატჩს ”ატლეტიკის” მხრიდან. ისინი შეეცდებიან გამოიყენონ იმავე გზა, რომლითაც ფრეს მიაღწიეს. თუ გვსურს გამარჯვება, აუცილებლად უნდა შევინარჩუნოთ და გავაკონტროლოთ ბურთი, ასევე მეტოქის კარზე შეტევა–შეევაზე უნდა მივიტანოთ”.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში