workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვილიამ ვარჯიში გამოტოვა

ვილიამ ვარჯიში გამოტოვა

“ბარსელონას” 24– ე ტურის მატჩი აქვს სათამაშო “ესპანეთის ჩემპიონატში” 20 თებბერვალს “ატლეტიკის” წინააღმდეგ. მატჩი თბილისის დროით 23:55 წუთზე გაიმართება. 

ვარჯიშზე პირველი გუნდის 17 ფეხბურთელი იმყოფებოდა. არ იმყოფებოდა ესპანელი ფორვარდი დავიდ ვილია, რომელსაც მარჯვანა ფეხის კუნთან ჰქონდა პრობლემები, მაგრამ მისი ეს მიკრო ტრავმა არ არის სერიოზული, სავარაუდოდ იგი ხვალვე შეუერთდება გუნდს.

რაც შეეხება ტრავმირებულებს, კარლეს პუიოლი და ხეფრენ სუარესი კვლავ სპორტდარბაზში ვარჯიშობდნენ, მედიკოსები მათ მოედანზე გამოსვლის უფლებას კვლავ არ აძლევენ, მათი დაბრუნების ზუსტი დრო ცნობილი არ არის.

რაც შეეხება მეორე გუნდის ფეხბურთელებს, ლუის ენრიკეს გუნდიდან “სიუდად ესპორტივაზე” სამი ფეხბურთელი იმყოფებოდა: აბრაჰამი, სერხი რობერო და დალმაო (“ხუვენილ ა” – დან). 

ვარჯიში ხვალ განახლდება ადგილობრივი დროით 11 საათზე, ვარჯიშის შემდეგ ხოსეპ გვარდიოლა პრესკონფერენციას გამართავს. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward