“ბარსელონას” მცველი, ჟერარ პიკე თავის თანაგუნდელ სამუელ უმტიტიზე საუბრობს და აცხადებს, რომ ფრანგი კატალონიაში დარჩება. როგორც იცით, მისი გამოსასყიდი თანხა 60 მილიონია და მის გადახდაზე მანჩესტერული გრანდები ფიქრობენ.
“უმტიტი შესანიშნავი ფეხბურთელია და ვფიქრობ, რომ ის “ბარსაში” კიდევ მრავალ წელს გაატარებს. მისი გამოსასყიდი თანხა თავიდან ისე იყო შერჩეული, რომ სხვა კლუბებს მისი გადახდა იოლად არ შეძლებოდათ, თუმცა დრო გადის და ფასები იცვლება. უმტიტის აქ ყოფნით კმაყოფილი ვართ და ის აქ დიდხანს დარჩება. ამ თემაზე არ ვღელავ”. – აცხადებს პიკე.



Kotraqti gauxangdzlivet da 400 chauweret an samudamo wasvlis uflebit
შენ ნეიმარზე ლაპარაკობდი დარჩებაო!
იმედია წასვლაზე არ ფიქრობს სამუელი.
პიკე ნეიმარ არ დაგვართო ნუ ითარსები
http://sports-live.tv/
ცუდად გვაქ დაცდილი ამის წინასწარმეტყველება :DDDDDDD