მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვალვერდე: კოუტინიო ბევრ სიახლეს შეგვმატებს

ვალვერდე: კოუტინიო ბევრ სიახლეს შეგვმატებს

“ლევანტესთან” გამარჯვების შემდეგ “ბარსელონას” მთავარი მწვთნელი ერნესტო ვალვერდე, შეხვედრასა და მისი გუნდის ფეხბურთელებზე საუბრობს.

“ფავორიტები ვიყავით, მაგრამ “ლევანტეს” გასვლითი მატჩი სექტემბრის შემდეგ არ ჰქონდა წაგებული, რაც სიტუაციას უფრო ართულებდა. პირველ ტაიმში ძალიან კარგად ვითამაშეთ, მეორე ნახევარი კი ცოტათი განსხვავებული იყო. მნიშვნელოვანია, ქულების მოპოვება ასე გავაგრძელოთ.

ჩემი აზრით, კოუტინიოს დამატება ბევრ სიკეთეს მოგვიტანს. ის იტანს გოლებს, აკეთებს პასებს, კარგად თამაშობს საჯარიმოში და მის გარეთ. “ლივერპულში” და ბრაზილიის ნაკრებში მას ბევრ პოზიციაზე უთამაშია. 

ბედნიერები ვართ, რომ გვყავს პაულინიო. მას განსაკუთრებული თვისება აქვს – როცა საჯარიმოში ბურთი იკარგება, ის ყოველთვის იტანს. ის შესანიშნავია”. – ციტირებს ვალვერდეს სიტყვებს Marca. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (2)

  • Barca_MNS
    schedule 08 იან 2018, 14:37

    ისე მართალია, სადაც ბურთი დაიკარგა ან რიკოშეტი ან ძელი იყო იქვე გაჩნდა პაულინიო 😀 😀 😀

  • katalomia
    schedule 07 იან 2018, 23:44

    Pau imena jokeria!
    Ra chineti, ris chineti?????) Gegoneba barcashi gazrdilia mteli misi modgma) Dastoini, mshvidi, golis algho, meore sartuli, pasi, shegoreba, dartyma, poziciis shercheva, absolituri urtiert gageba yvela igroktan!!!
    Mxeci xar she originalo chinelo!)