workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვენგერი: “2003 წელს ჩვენ ლეგალურად გადავიბირეთ ფაბრეგასი”

ვენგერი: “2003 წელს ჩვენ ლეგალურად გადავიბირეთ ფაბრეგასი”

“მეთოფეთა” თავკაცმა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ისაუბრა “არსენალი ” “ბარსელონას” მატჩზე, ასევე ისაუბრა ცესკ ფაბრეგასზე და მის ტრასნფერზე. 

“ჩვენ ყველაფერი ლეგალურად გავაკეთეთ. გადავიბირეთ ფაბრეგასი ყველა წესის დაცვით. ტრანსფერები ფეხბურთში ძალიან დიდი თამაშია, იგებს ის ვინც გონივრულად მიუდგება სიტუაციას და გამოიყენებს შანსს. გაიხსენეთ საიდან მივიდა მესი “ბარსელონაში” ? იგი იქ ხომ არ დაბადებულა, ლეო 12 წლის ასაკში გადაიბირეს და შემდეგ მისგან უდიდესი ფეხბურთელი აღზარდეს, ეს ყველაფერი ლეგალურად მოხდა. ანალოგიური მოხდა ესპანელის შემთხვევაშიც. ჩვენ პატივს ვცემთ კანონს. “ბარსელონას” შეუძლია ჩვენთან მოსვლა და ჩვენგან ფეხბურთელის წაყვანა თუკი ორივე მხარე კმაყოფილი იქნება”.

აქვე შეგახსენებთ, რომ “ბარსელონას ექს – პრეზიდენტი ჟუან ლაპორტა აცხადებდა, რომ “არსენალი” არასამართლიანად მოიქცა ფაბრეგასთან მიმართებაში. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში