ვრცელდება ინფორმაცია, რომ “ბარსელონას” ნახევარმცველი, არდა თურანი, შეიძლება “ევერტონში” გადავიდეს.
ფაქტიურად გადაწყვეტილია, რომ არდა კატალონიას იანვარში დატოვებს, მაგრამ მისი მომავალი კლუბი ოფიციალურად არ დასახელებულა. როგორც Mundo Deportivo იტყობინება, ფეხბურთელის აგენტს, აჰმეთ ბულუთს კონტაქტი რამდენიმე კლუბთან აქვს, მათ შორის “არსენალთან”, “მილანთან”, თურქულ კლუბებთან და ახლა უკვე – “ევერტონთანაც”.
თურქი ფეხბურთელი “ბარსასგან” ხელფასის სახით კვირაში 135 000 ევროს იღებს, თუმცა მიმდინარე სეზონში მას მოედანზე ერთი წუთიც არ გაუტარებია.




Wadi bijo wadi