მადრიდის “რეალთან” “ბარსელონას” ძირითად შემადგენლობაში მოხვდა ტომას ვერმალენი, რომლისთვისაც ეს პირველი “ელ კლასიკო” იქნება. მართალია, ბელგიელი კატალონიური გუნდის წევრი 2014 წლიდანაა, თუმცა ყველასთვის ცნობილი მიზეზების გამო, მას აქამდე ლა ლიგის ყველაზე მნიშვნელოვან მატჩში მონაწილეობა არ მიუღია, მითუმეტეს სასტარტო შემადგენლობიდან და დღეს მისთვის დიდი გამოცდა იქნება. ცენტრალურ დაცვაში მას კარიმ ბენზემასა და კრიშტიანუ რონალდუს განეიტრალება მოუწევს.
სათადარიგოთა სკამზე იქნება ხავიერ მასკერანო: ბევრად უფრო გამოცდილი მცველი და მისთვის, დიდი ალბათობით, 23 დეკემბრის “კლასიკო” კარიერაში უკანასკნელი იქნება. როგორც იცით, არგენტინელს წასვლა სურს და მისით ჩინური კლუბები ინტერესდებიან. სავარაუდოდ, ის კლუბს იანვარში დატოვებს. მასკერანოს “რეალის’ წინააღმდეგ 20-ჯერ უთამაშია. აქედან 7 შეხვედრა მისმა გუნდმა გამარჯვებით დაასრულა, 5 ფრედ, 8-ჯერ კი დამარცხდა.



