მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონას” საშობაო დასვენება 6 დღე გაგრძელდება

“ბარსელონას” საშობაო დასვენება 6 დღე გაგრძელდება

დღევანდელი “ელ კლასიკო” “ბარსელონასთვის” წლის კულმინაციაა. ამის შემდეგ, ერნესტო ვალვერდე თავის გუნდს 30 დეკემბრამდე დაითხოვს, საშობაო დასვენება კი არც ისე ხანგრძლივი გამოდის, რადგან ახალი წლის შემდეგ “ბლაუგრანას” ისევ მალე უწევს მოედანზე გასვლა. 4 იანვარს საკმაოდ მნიშვნელოვანი სათასო შეხვედრაა “სელტას” წინააღმდეგ, 3 დღის შემდეგ კი ლა ლიგა “ლევანტესთან” მატჩით განახლდება და თამაშები ისევ ჩვეულებრივი ინტერვალებით გაიმართება.

საშობაო დასვენება შედარებით ხანგრძლივი იქნება სამხრეთ ამერიკელი ფეხბურთელების, სუარესის, მესის და მასკერანოსთვის, რადგან მათ სამშობლოში გამგზავრებისა და უკან დაბრუნებისთვის დიდი დრო სჭირდებათ. ისინი თანაგუნდელებს 2 იანვარს შეუერთდებიან და მომდევნო თამაშისთვის მოსამზადებლად მხოლოდ 2 დღე ექნებათ. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში