მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რეალი – ბარსელონა [პრევიუ]

რეალი – ბარსელონა [პრევიუ]

სხვა რა დააგვირგვინებდა 2017 წელს იმაზე უკეთ, ვიდრე პრინციპული და სატურნირო ღირებულებებით აღსავსე “ელ კლასიკო”? თანამედროვე ფეხბურთის ორი ტიტანი მოედანზე არამხოლოდ პირადი ანგარიშის გასასწორებლად, არამედ ტიტულის ბედის გადასაწყვეტადაც გამოვა. თქვენ ახლა იტყვით (და სამართლიანადაც), რომ ნახევარი სეზონით ადრე პროგნოზის გაკეთება მიზანშეწონილი არაა, მაგრამ არც 14-ქულიანი ჩამორჩენა იქნება “სამეფო კლუბისთვის” განსაკუთრებულად იმედისმომცემი.

როგორც უკვე იცით, “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ, მადრიდში გამგზავრებამდე გამართული ბოლო ვარჯიშის შემდეგ, “რეალთან” მატჩისთვის განაცხადი დაასახელა.

სრული სია ასე გამოიყურება: ტერ შტეგენი, სემედუ, პიკე, რაკიტიჩი, ბუსკეტსი, დენის სუარესი, ინიესტა, ლუის სუარესი, მესი, სილესენი, მასკერანო, პაულინიო, ალბა, დინი, რობერტო, გომეში, ვიდალი და ვერმალენი.

კატალონიურ გრანდს საკმაოდ სერიოზული საკადრო პრობლემა აქვს – ტრავმის გამო მიმდინარე სეზონის ყველაზე პრინციპულ დაპირისპირებას გამოტოვებენ: უსმან დემბელე, პაკო ალკასერი, სამუელ უმტიტი, რაფინია ალკანტარა, არდა თურანი და ჟერარ დეულოფეუ.

სავარაუდო შემადგენლობა

რეალისა და ბარსელონას ბოლო 5 შეხვედრა + მათი უკანასკნელი დაპირისპირებები

ლა ლიგის სატურნირო ცხრილი მოცემულ მომენტში

[media=https://www.youtube.com/watch?v=NfzUV7GMzaI]

“ბარსელონას” ბოლო გამარჯვება “ელ კლასიკოში” – მესის გაბრწყინება “სანტიაგო ბერნაბეუზე”
შენიშვნა: La liga (MediaPro)-ს შეზღუდვის გამო ვიდეო იხილეთ Youtube-ს გვერდზე

“რეალი”-“ბარსელონას” მატჩი 23 დეკემბერს, საქართველოს დროით 16 საათზე გაიმართება, სტადიონ “სანტიაგო ბერნაბეუზე”.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (4)

  • bacho-barca21
    schedule 22 დეკ 2017, 21:35

    ras fiqrobt dgevandel tamashebze? arsenali liverfuli ki?? espanioli atletikos 2n. realo barca ki. barlni toteshemi 2. andelexti eupeni 1.. napoli samdoria 1. ras fiqrobt?

    xval unzval unda movigot aucipeblad an fre ufro mogeba

  • SHOTAMESSI10
    schedule 22 დეკ 2017, 21:21

    ესპანური მედია : "ბარსელონას" ჯანო ანანიძის დამატება … 2009 წელს ესპანურ პრესაში საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა. კატალონიის "ბარსელონას" ხელმძღვანელობა იმ დროისთვის 17 წლის ჯანო ანანიძის შეძენას ცდილობდა. გავრცელებული ცნობებით, მსოფლიო ფეხბურთის გრანდი მოლაპარაკებებს ანანიძის ოჯახთან აწარმოებდა.

    აი, რას წერდა 2009 წელს კატალონიური Mundo Deportivos რეპორტიორი ფრანსესკ აგილარი ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელის შესახებ:

    "საქართველო ტალანტების ქვეყანაა, ერთერთი ასეთი ტალანტი 17 წლის ჯანო ანანიძეა, რომელიც მოსკოვის "სპარტაკის" ღირსებას იცავს და ეროვნულ ნაკრებში ექტორ რაულ კუპერის ხელმძღვანელობით დებიუტი უკვე ჰქონდა. მის მიმართ ინტერესს უკვე იჩენს რამდენიმე გრანდი და დარწმუნებული ვარ ჯანოს წინ სერიოზული კარიერა ელოდება".

    2009 წლის შემოდგომაზე, პრესის ცნობით, მოსკოვის "სპარტაკის" წარმომადგენლებსა და "ბარსელონას" მესვეურებს შორის ანანიძის საკითხზე შეხვედრა ესპანეთში გაიმართა, თუმცა რაიმე კონკრეტულზე შეთანხმება ვერ მოხერხდა.

    შეგახსენებთ, რომ ჯანო ანანიძე მოსკოვის "სპარტაკის" ახალგაზრდულ აკადემიაში 2007 წელს ჩაირიცხა, ხოლო ძირითადი გუნდის მაისური პირველად 2009 წელს მოირგო. 2013/14 წლების სეზონში ქობულეთელი ფეხბურთელი "როსტოვში" გაანათხოვრეს, რომელთან ერთადაც რუსეთის თასის მოგება მოახერხა.

    ანანიძის კარიერის საწყის ეტაპზე იყო საუბარი იმის შესახებ, რომ ის თამაშს რუსეთის ნაკრებში დაიწყებდა, თუმცა ფეხბურთელმა საკუთარი სურვილი საქართველოს ნაკრებში თამაშის შესახებ მკაფიოდ დააფიქსირა.

  • KoCheQsa
    schedule 22 დეკ 2017, 21:13

    კაი სტატიაა ყოჩაღ

  • nika 54
    schedule 22 დეკ 2017, 21:12

    ვააა არდაც ტოვებს? ეგ რა მითხარით.