მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კარლეს ალენია: “ბარსა ბ”-ს ცუდი გამოსვლა ჩვენი, ფეხბურთელების ბრალია

კარლეს ალენია: “ბარსა ბ”-ს ცუდი გამოსვლა ჩვენი, ფეხბურთელების ბრალია

“ბარსელონას” რეზერვისტების კიდევ ერთი წარუმატებელი გამოსვლის შემდეგ გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, კარლეს ალენია აცხადებს, რომ ასეთ შედეგებზე პასუხისმგებელნი მხოლოდ ფეხბურთელები არიან.

“ჩვენი შედეგები აუცილებლად უნდა გავაუმჯობესოთ, როგორც გუნდმა. კარგად ვხვდებით, რომ საკმაოდ ცუდად ვთამაშობთ, თუმცა ეს ჩვენი, ფეხბურთელების ბრალია და არა მწვრთნელის ან მსაჯების შეცდომების. სეზონის მეორე ნახევარი ძალიან რთული იქნება, მაგრამ უნდა მოვუმატოთ. სხვები ადვილად გვიტანენ, ჩვენ კი ამის გაკეთება ძალიან გვიჭირს. მიუხედავად ყველაფრისა, ვფიქრობ, რომ სიტუაციის გამოსწორება შეგვიძლია. კარგი იქნება, თუ ჩვენს მოედანზე უფრო მეტი გულშემატკივარი მოვა, რადგან ეს დაგვეხმარება. ცარიელი “მინი ესტადის” ხილვა არავის სიამოვნებს”. – ამბობს ალენია. საინტერესოა, რომ მას არაფერი უთქვამს იმის შესახებ, რომ მატჩის ბოლო წუთზე მის წინააღმდეგ თამაშის წესი დაირღვა და არბიტრმა აშკარა თერთმეტმეტრიანი არ დანიშნა. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (2)

  • GioUmtiti23
    schedule 20 დეკ 2017, 23:42

    ციტატა: Don_Andresito
    დაჟე ამათაც ებრძვიან. არადა ერთი შეხედვით კარგი მოთამაშეები ყავთ მარა ეს მწვრთნელი არ მომწონს. იმედია სეგუნდა ბ ში არ დაბრუნდებიან. იქ ძალიან სამოყვარულო დონეა. ალენია არნაისი კოსტასი ბუსკეტსი, + კარდონა, ლონაზო, კონია, რომლებიც ეხლა დაიმატეს. ვიტინიო და რავი კიდე ვინ. მშვენიერი შემადგენლობაა მარა მწვრთნელის რა გითხრათ. ჯობს ალბათ აბიდალი პუი ან ვინმე დაენიშნათ ჩვენიანი.

    დაჟე? ამათ უნდა ებრძოლონ რაც უფრო სუსტი იქნება ბარსა ბ უფრო სუსტი იქნება ბარსა

  • Don_Andresito
    schedule 20 დეკ 2017, 20:22