ტომას ვერმალენი 4 წელია “ბარსელონას” რიგებში ასპარეზობს, მაგრამ ხშირი ტრავმიანობის გამო მან პრიმერა დივიზიონში მხოლოდ 15 მატჩის ჩატარება მოახერხა.
გუშინ კატალონიურმა გრანდმა “დეპორტივო” გამანადგურებელი ანგარიშით, 4:0 დაამარცხა, ბელგიელმა კი შეუცვლელად ითამაშა. შეგიძლიათ ტომასს “ლურჯ-შინდისფერთა” თილისმა უწოდოთ, რადგან ის ლა ლიგაში ჯერ არ დამარცხებულა.
შიდა ჩემპიონატში ვერმალენთან ერთად ჩატარებულ 15 შეხვედრაში “ბარსამ” 12 მოიგო, 3 კი ფრედ დასრულდა.




მახარებს ამის ამჟამინდელი მდგომარეობა…რამდენი ითამაშა გადაბმულად…და დამაჯერებლადაც გამოიყურება
კარგია რომ სტაბილურად თამაშობს
რეალთან გამოჩნდება ამის როლი და როგორ გაუძლებს წნეხს