მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ინიესტა: იერი მინა და კოუტინიო მაღალ დონეზე თამაშობენ, მაგრამ სხვა კლუბებში და არა “ბარსაში”

ინიესტა: იერი მინა და კოუტინიო მაღალ დონეზე თამაშობენ, მაგრამ სხვა კლუბებში და არა “ბარსაში”

“ბარსელონას” კაპიტანი, ანდრეს ინიესტა იმ ფეხბურთელების შესახებ საუბრობს, რომელთა შეძენითაც მისი გუნდი, უკვე დიდი ხანია, დაინტერესებულია და მათ გადმობირებას სატრანსფერო ფანჯარის გახსნისას ისევ ეცდება. კერძოდ, საუბარია იერი მინასა და ფილიპე კოუტინიოზე.
“ორივე მათგანი ძალიან მაღალი ხარისხის ფეხბურთს თამაშობს, მაგრამ ჯერ კიდევ სხვა კლუბებში. ჩემი აზრით, მათი დამატება ჩვენთვის მნიშვნელოვანია და ძალიან გამოგვადგება. თუ ხელმძღვანელობა მათ გუნდში გადმოყვანას საჭიროდ მიიჩნევს, ე. ი. ისინი მზად არიან, წნეხს გაუძლონ და შეეგუონ იმას, რომ “ბარსელონაში” ფრე და დამარცხება არ არსებობს. თუმცა, ჯერ ადრეა ლაპარაკი იმაზე, თუ რა მოხდება მათი გადმოსვლის შემდეგ, არც ერთი მათგანი ახლა “ბარსას” წევრი არაა”. – ამბობს ინიესტა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში