ესპანური გამოცემა Sport საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს – კვირას, “ვილიარეალთან” შეხვედრაში, ლიონელ მესის ექნება შანსი, კვირა დღეს ჩატარებულ მატჩებში 150-ე გოლი გაიტანოს, ასევე მე-300 თამაში მოიგოს.
ამ ნიშნულამდე არგენტინელს მხოლოდ 1 გოლი აშორებს. კვირა დღის პირველი გოლი მესიმ 2005 წლის 1 მაისს, “ალბასეტეს” წინააღმდეგ მატჩში გაიტანა, 2014 წელს კი მე-100 – მადრიდის “რეალთან”.
კვირის სხვა დღეებში მესის შემდეგი რაოდენობის გოლები აქვს გატანილი:
ორშაბათი – 4;
სამშაბათი – 65;
ოთხშაბათი – 105;
ხუთშაბათი – 10;
პარასკევი – 2;
შაბათი – 189.




Good Point 😀
sheagdebs aba rasizams
ეს ყველა ტურნირზე?
მაგარია
ამისთვის ორშაბათიც შაბათია და სამშაბათიც შაბათია 😀