ლეგენდარული ოლივერ კანი მიიჩნევს, რომ მანუელ ნოიერისთვის ტერ შტეგენის პროგრესი დამატებითი მოტივაცია უნდა იყოს. როგორც იცით, გერმანიის ნაკრების პირველი კიპერი ტრავმის გამო მოედანზე დაბრუნებას ვერ ახერხებს, მისი მთავარი კონკურენტი კი, “ბარსელონასა” და ბუნდესნაკრების შემადგელობაში შესანიშნავად ასპარეზობს.
“1994 წელს მძიმე ტრავმა მივიღე, მაგრამ მოედანზე სწრაფად დაბრუნება მსურდა. გარკვეულ პარალელს ვხედავ. როცა თამაშს ვერ ახერხებ, კონკურენტებს არ სძინავთ, რასაც ტერ შტეგენი აჩვენებს. მას გერმანიის ღირსების დაცვა შეუძლია. ეს ბუნებრივია, ნოიერს მოტივაციას აძლევს.”-ამბობს ოლივერ კანი.
შტეგენი როა ეგეთი ბევრიიყოს ნეტა