მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ინიესტა “სპორტინგთან” ვერ ითამაშებს

ინიესტა “სპორტინგთან” ვერ ითამაშებს

ცნობილი გახდა, რომ “ბარსელონას” კაპიტანი ანდრეს ინიესტა, რომელიც “სელტასთან” შეხვედრაში შესაცვლელი გახდა, ტრავმირებულია და მომდევნო მატჩს, ლისაბონის “სპორტინგის” წინააღმდეგ, გამოტოვებს.

დიდი ალბათობით, ინიესტას მხოლოდ 1 თამაშის გამოტოვება მოუწევს, “სპორტინგთან” დაპირისპირებას კი ჩემპიონთა ლიგაზე სატურნირო თვალსაზრისით არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, შესაბამისად კაპიტანს ისედაც შეეძლო, დაესვენა. ამის შემდეგ მოდის უფრო მნიშვნელოვანი მატჩი “ვილიარეალის” წინააღმდეგ, იქამდე კი 33 წლის ნახევარმცველმა გამოჯანმრთელება უნდა მოასწროს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში