“სელტასთან” მატჩში “ბარსელონას” კაპიტანი, ანდრეს ინიესტა, ერნესტო ვალვერდემ მოედნიდან 53-ე წუთზე გაიყვანა. როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, ეს მწვრთნელს თვითონ ინიესტამ სთხოვა, რადგან მან მცირე დაზიანება მიიღო.
“ზუსტად არ ვიცი, მაგრამ საქმე ტრავმასთან გვაქვს, თუმცა ისეთ სერიოზულთან არა, როგორც უმტიტის შემთხვევაში.” – განაცხადა ვალვერდემ მატჩის შემდეგ.
როგორც იცით, აღნიშნულ შეხვედრაში ტრავმა სამუელ უმტიტიმაც მიიღო, რომელსაც, საუკეთესო შემთხვევაში, რამდენიმე კვირის გამოტოვება მოუხდება.



