ლა ლიგის მე-14 ტურში “ბარსელონამ” “სელტასთან” ფრედ, 2-2 ითამაშა. ქულების დაკარგვის გარდა, “ბარსასთვის” კიდევ ერთი ცუდი სიახლეა – ტრავმა მიიღო გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა, სამუელ უმტიტიმ, რომელსაც, სავარაუდოდ, რამდენიმე კვირის გამოტოვება მოუწევს. მას კუნთი გაეჭიმა, თუმცა ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.
ფრანგი შესაცვლელი მეორე ტაიმში გახდა და მოედანზე მის მაგივრად ტომას ვერმალენი გამოვიდა.
ახლო მომავალში უმტიტის გარეშე კატალონიელებს ლისაბონის “სპორტინგთან”, “ვილიარეალთან” და “დეპორტივოსთან” მოუწევთ თამაში, ამის შემდეგ კი ელ კლასიკოა და იმედი დავიტოვოთ, რომ ის 23 დეკემბრამდე გამოჯანმრთელებას მოასწრებს.



პირველი გოლის მომენტში ასპასს ბოლომდე უნდა ჩაჰყოლოდა. შეცდომა დაუშვა. იმედია ტრავმა სერიოზული არ იქნება და მალე დაბრუნდება.
gadaob kaci dzlivs gavida moednidan imis damwevi iyo
ვინმემ დამაწყნარეთ და მითხარით რო ამას დემბელესნაირი ტრამვა არ მიუღია თორე უკვე წარმომიდგენია კლასიკოში ვერმაელენის და პიკეს დუეტი და ნელნელა გული ცუდად მიხდება
ზატო დემბელე მოვა და უმტიტი წავა ბარცამ იმნა ვერ დაითრია ყველა რა :დ
აი პუიოლი ამას არ იკადრებდა, თავს შეაკლავდა და არ გაჩერდებოდა. ეჰ, არადა მეგონა პუიოლის მემკვიდრე მოვიდა-თქო, მაგრამ… სამწუხაროდ პირველ გოლზე დაბრუნებაც დაიზარა
შანსი ვერმაელენს
ვაფშემ არ მაქ პიკეს იმედი, აი იმენა 1% არა რა, ეს დიდი დანაკლისია, ამის გამო შეიძლება ამოქაჩოს რეალმა