ლიონელ მესი, რომელსაც რამდენიმე დღის წინ ოქროს ბუცი გადასცეს, ტიტულს “კამპ ნოუზე” ხვალ, “სელტასთან” შეხვედრის დაწყების წინ წარადგენს.
შეგახსენებთ, რომ ეს ჯილდო არგენტინელისთვის კარიერაში რიგით მეოთხეა. აქამდე მას ოქროს ბუცი 2009/10, 2011/12 და 2012/13 წლებში ჰქონდა მოგებული და ყველა მათგანი მას “ბარსელონას” საშინაო არენაზე აქვს წარდგენილი, ასე რომ, ეს ერთგვარი ტრადიციაა.
შეგახსენებთ იმასაც, რომ შეხვედრა ხვალ, თბილისის დროით 16 საათზე დაიწყება.




magaria xval mesis dubli iqneba da selta nulze unda gavyinot